სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უმორჩილესად გთხოვთ, მოგვცეთ კიდევ ერთი შანსი“ - პრაქტიკოსი მასწავლებლების წერილი პრემიერსა და განათლების მინისტრს
20-09-2021
-
+


პედაგოგების ნაწილი გამოცდაზე მიღებული შედეგით უკმაყოფილოა; განსაკუთრებით, პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებისთვისაც წელს პროფესიაში დარჩენის ბოლო შანსი იყო და აპელაციების შემდეგ გაირკვა, რომ მიღებული ქულა ამისთვის არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილმა მიმართა პრემიერსა და განათლების მინისტრს. წერილს კი Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

მოგმართავთ სრულიად საქართველოს პრაქტიკოსი პედაგოგები. პირველ რიგში, გამოვხატავთ მადლიერებას, ყველა იმ შეღავათებისა და ხელშეწყობისათვის, რაც უკანასკნელ წლებში, ეტაპობრივად განხორციელდა პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის. შედეგად, ათასობით უიმედოდ დარჩენილმა პედაგოგმა კვლავ მოვიპოვეთ უფლება, გაგვეგრძელებინა საყვარელი საქმიანობა, რასაც ათეულობით წლებია უანგაროდ, სიყვარულით და ენთუზიაზმით ვემსახურებით. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ბევრმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ მოვახერხეთ საჭირო ქულების მოპოვება, 2021 წლის ზაფხულის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და პროფესიის მიღმა დარჩენის საფრთხე გვემუქრება. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ერთ ფაქტს: 2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების ხანგრძლივობა 1 საათით შემცირდა, რაც ჩვენთვის მოულოდნელი და ხელისშემშლელი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში, ყოველთვის, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდების ხანგრძლივობა იყო 5 საათი, რასაც ადასტურებს „2019 წლის საგნის/პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის“ თაობაზე, ს.ს.ი.პ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დოკუმენტი. 2021 წელს კი, ჩვენთვის მოულოდნელად, ეს დრო 4 საათამდე შემცირდა, რამაც, რაღა თქმა უნდა, დიდი სტრესი და კარიერული წინსვლისათვის არასაკმარისი შედეგები გამოიწვია.

ჩვენთვის აუხსნელია, რაში დასჭირდა „გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს“ წლების განმავლობაში შეუცვლელი საგამოცდო დროის შემცირება, თანაც ასეთ დროს, როდესაც მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების ბოლო შანსი იყო. თუ მიზეზი კოვიდინფექციაა, მაშინ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსით გამოწვეული სტრესი და დაძაბულობა დიდია ჩვენში. გამომდინარე აქედან, შესაძლებელი იყო გამოცდის ორ ეტაპად დაყოფაც, რისი პრაქტიკაც არსებობს უცხო ენების მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით. ცნობისათვის, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის, I-IV კლასების კომბინირებული გამოცდის ტესტებში შედის სამი საგანი და აკადემიური უნარების ნაწილი, რაც დიდ დროს მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, წლებია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ითხოვენ გამოცდის ორ ნაწილად ჩატარებას. მსოფლიო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, შესაძლებელი იყო სხვა გამოსავლის მოძებნა. აღარაფერს ვამბობთ გართულებულ საგამოცდო ტესტებზე, ვინაიდან ეს, ალბათ ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის №241 დადგენილების, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, „პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია“, ასევე 91 პუნქტის მიხედვით, „2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულებით“.

კანონმდებლობის ეს ჩანაწერი გვიტოვებდა იმედს, რომ მეორე სემესტრის დაწყებამდე - შემოდგომაზე, კვლავ ჩაინიშნებოდა გამოცდა პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის. გაკეთდა საჯარო განმარტებები, რომ ეს ნორმა გამოცდის ჩატარების შესაძლებლობას არ გულისხმობს, უმორჩილესად გთხოვთ, მოგვცეთ კიდევ ერთი შანსი იმისათვის, რომ არ ჩამოვშორდეთ საყვარელ საქმიანობას. მრავალი წელი ვემსახურებოდით მომავალი თაობის აღზრდას.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, სხვადასხვა გარდამავალი პერიოდების მიუხედავად, ჩვენი პროფესიისთვის და აღსაზრდელებისთვის არ გვიღალატია. ჩვენთვის დამატებითი შანსის მოცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ ჩვენგანს, კარიერული წინსვლისათვის საჭირო 19 კრედიტქულა და ბევრად უფრო მეტი კრედიტქულა სხვადასხვა აქტივობებით გვაქვს დაგროვილი, აბსოლუტურ უმრავლესობას დარჩენილი გვაქვს მხოლოდ ერთი გამოცდა ჩასაბარებელი. გთხოვთ, მოგვცეთ პროფესიაში დარჩენის შესაძლებლობა, რათა ჩვენი მრავალწლიანი მოღვაწეობა იმავე ენთუზიაზმით გავაგრძელოთ. დიდი იმედი გვაქვს, გამოიჩენთ ჩვეულ გულისხმიერებას და მოგვცემთ იმის შანსს, რომ კიდევ ერთხელ შევძლოთ ჩვენი საქმის სიყვარულის დადასტურება და დავრჩეთ სკოლაში. პატივისცემით, პრაქტიკოსი მასწავლებლები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება