სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით შეხვდა
16-09-2021
-
+


ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით შეხვდა. გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის ინიციატივით, ხარაგაულის გიმნაზიის 14 პირველკლასელი ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად,  „ბუკებსაც“ მიიღებს.  გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ etaloni.ge-ს მეშვეობით სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წელი მიულოცა  და სიახლეების შესახებ გვიამბო:

„ ყველა მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ ახალ 2021-2022 სასწავლო წელს. ბავშვებო, თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღე და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ის რესურსი, რასაც სკოლა გაძლევთ. უპირველეს ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს.  განსაკუთრებით ვულოცავ, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებს და პირველკლასელებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენი 14 პირველკლასელი 4 ოქტომბერს საკლასო ოთახში დაიწყებს სწავლას. ამ შესაძლებლობისათვის დიდი მადლობა ხელისუფლებას და განათლების სამინისტროს. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან, პირველკლასელისთვის გაცილებით რთული იქნებოდა დისტანციური სწავლება.

მოგეხსენებათ,  ხარაგაულის გიმნაზია უფასო კერძო სკოლაა. 200- მდე ბავშვი გვყავს და მათ აღზრდაში და სწავლებაში არ ვიღებთ თანხას. გიმნაზიის რექტორის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) კეთილი ნებით და ძალისხმევით, ყოველ წელს ბავშვებს სიახლეებით ვხვდებით. ისტ-ის გაკვეთილები უკვე დაწყებით კლასშიც ისწავლება და ამიტომ,  წელს ჩვენთან სრულიად შეიცვალა კომპიუტერული ტექნიკა -26-მდე ახალი კომპიუტერი შევიძინეთ. მოსწავლეებს ყველანაირი კომფორტი აქვთ, რათა მაღალ დონეზე დაეუფლონ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ისიც, რომ საკლასო ოთახებში განთავსდება ე.წ. ჭკვიანი დაფები - 7 ცალი შევიძინეთ. დაფებს აქვთ, როგორც ანდროიდის, ასევე აიფონის პროგრამები, იმართება სენსორებით და პედაგოგს, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას, შეუძლია რესურსად გამოიყენოს. ასევე, წელს გამოვცვალეთ გიმნაზიის სახურავი.

საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ჩვენ არ გადმოგვცემს სახელმძღვანელოებს და „ბუკებს“, თუმცა, მეუფე მელქიდესეკის ძალისხმევით წელს თოთხმეტივე პირველკლასელს გადაეცემა „ბუკი“ და სახელმძღვანელო. ასევე, სახელმძღვანელოები გადავეცით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს და მე-9 კლასელებს.  

სასწავლო პროცესი ჩვენც დისტანციურად დავიწყეთ, ისევე, როგორც ყველამ. წელს შევიძინეთ „თიმისის“ პროგრამა. შესაბამისად, ჩვენთან დისტანციური სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობას.

ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გიმნაზიის პედაგოგებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ ბავშვებს, რომ ხარისხიანად გადასცენ ცოდნა. ნამდვილად, მაღალკვალიფიცირებული პედაგოგები გვყავს - მათ ცოდნაზე და გამოცდილებაზე დგას ეს გიმნაზია. წარმატებებს შედეგებით აფასებენ და წელს ჩვენი 12 მეთორმეტე კლასის მოსწავლიდან, 10 სტუდენტი გახდა, აქედან 4-მა კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. წარმატებებს ვუსურვებ მათ ცხოვრების ახალ და საინტერესო გზაზე.“

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხანძარი ზუგდიდის საბავშვო ბაღში

სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო  - განაცხადის ვადები და ყველა მნიშნელოვანი ინფორმაცია 

მასწავლებელი განათლების სამინისტროსგან საყვედურს მიიღებს და შესაძლოა სკოლიდანაც დაითხოვონ - სოცქსელების აკრძალვა საფრანგეთში და ახალი რეგულაციები

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026 ? - პასუხი აქტუალურ კითხვებზე

ხელფასები 1880-დან 5000 ლარამდე განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება აკადემიკოსებსა და  მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს ეხება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლემ მენტალური არითმეტიკის ზამთრის ოლიმპიადაში, მე-5 დონის C კატეგორიაში, პირველი ადგილი მოიპოვა

მოსწავლეებს ასეთი ქმედებებითა და აქტივობებით უვითარდებათ მუსიკალური სმენა

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება