TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულების გარეშე უმაღლესში ჩარიცხვის წესი დამტკიცდა  - მთავრობის დადგენილება ძალაშია
15-09-2021
-
+


მთავრობის დადგენილებით, ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი განისაზღვრა. ბრძანებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესს (შემდგომში – წესი).

მუხლი 2. მიზნობრივი ჯგუფი

ამ წესის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ:

ა) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები;

ბ) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) და მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები.

მუხლი 3 ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირისათვის დაწესებული მოთხოვნები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:

ა) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები;

ბ) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც  მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;

გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში მოპოვებული ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან მსოფლიო/ევროპის (მათ შორის, შშმ პირთა შორის) ჩემპიონატებში მოპოვებული პირველი ადგილის/ოქროს მედლის დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).

მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა

1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი და, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

მუხლი 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

1. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება ენიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

3. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირის ჩარიცხვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.

მუხლი 6. გარდამავალი დებულება

ეს წესი ასევე გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებმაც „ტოკიო 2020-ის“ ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს პირველი ადგილი/გახდნენ ოქროს მედალოსნები.

იხილეთ: ვინ ჩაირიცხება უმაღლესში ეროვნული გამოცდების გარეშე - ახალი ინიციტიავა მთავრობის სხდომაზე განიხილეს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

​კლასის დამრიგებლების, ა. ნალბანდიანისა და ვ.კიურეღიანის ხელმძღვანელობით, სკოლის უკანასკნელი დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა

 

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება