სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

კახაბერ გვანცელაძე: „სამი საბავშვო ბაღი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მათი ფუნქციონირება შეუძლებელია“
25-01-2018
-
+


თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი კახაბერ გვანცელაძე განმარტავს, რომ ამის მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაა.


- ბატონო კახაბერ, რატომ შეაჩერეთ სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი?

- პერმანენტულად მიმდინარეობს შენობების კონსტრუქციული მდგრადობის მონიტორინგი. ამაში ჩვენს ექსპერტებთან ერთად ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.  გამოვლინდა, რომ  სამი საბავშვო ბაღი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მათი ფუნქციონირება შეუძლებელია.

- სად იქნებიან გადანაწილებული აღნიშნული ბაღების აღსაზრდელები?

- ბავშვების გადაყვანა მოხდება სხვა ახლომდებარე ბაღებში. მათთვის სწავლა განახლდება ორშაბათიდან.

- 152 -ე ბაღის  პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდა. გამოკვლევები ჩაუტარდა 28 აღსაზრდელსაც. ხომ არ არის რაიმე სიახლე?

- თვითონ საბავშვო ბაღს არ შეუწყვეტია მუშაობა, მხოლოდ იმ ჯგუფში შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, სადაც ეს  ქალბატონი მუშაობდა. როგორც ვიცი, პედაგოგს უტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები და შესაბამისი მკურნალობა.

- რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში კვების ახალ რაციონთან დაკავშირებით. მშობლები ყოველდღიური მენიუთი უკმაყოფილოები იყვნენ.

- მინდა, მშობლები დავაიმედო, რომ ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უვნებელია ის საკვები პროდუქტი, რომელიც ბაღებში შედის. ჩვენ ვიცავთ რეგულაციას,  რეგლამენტს, რომელიც შემოღებულია 2017 წლის  ოქტომბერში და მიღებულ იქნა მთავრობის დადგენილებით. მენიუც და კვების რაციონიც სწორედ ამ რეგულაციების გათვალისწინებითაა შედგენილი.

- მართლა გეგმავთ ბაღებში შაბათ-კვირის სერვისების დამატებას?

- ეს არის მშობლების ინიციატივა. ასევე მათი ინიციატივაა, რომ სააღმზრდელო პროცესი საღამოს 20 საათამდე გახანგრძლივდეს. ეს კონცეფცია მუშავდება და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.




კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

როგორ ხდება საათების განაწილება მასწავლებლებისთვის - არსებული პრაქტიკა

რა ფერის და როგორი ზედებია დაშვებული სასკოლო ფორმის პიჯაკის შიგნიდან - ფერების ჩამონათვალი 

მე-12 კლასელებთან დაკავშირებით ცვლილებაა - უმაღლესი განათლების შესახებ მინისტრმა დეტალებზე ისაუბრა 

რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ

სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებასი წახალისებულია

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება