| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორმა თამილა შულაიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველას ემოციურად, თბილი სიტყვებითა და მზრუნველობით მიულოცა. მართალია, სწავლა დისტანციურად დაიწყო, თუმცა პირველი დღე ყველასთვის ემოციური და იმედით სავსე იყო.
„დღეს ერთი ლამაზი და უჩვეულო დღეა...დღე, როცა, მთელი საზოგადოება, დიდი თუ პატარა გულისფანცქალით ველოდით დილის დადგომას...დღე, როცა სკოლის კარები თვალბრიალა გოგო-ბიჭების, სითბოთი, სიყვარულით იყო სავსე, აჟრიამულებული ეზო-კარი ახლის მოლოდინსა და მონატრებული წუთების დაოკებაში ილეოდა...დღე ახალი სასწავლო წლის დაწყებისა..
როცა სკოლის კედლებში აწკრიალებული ზარი მაგნიტივით გვეზიდებოდა საკლასო ოთახებისკენ...
დღესაც დაირეკა ზარი, ზარი ახალი სასწავლო წლის დაწყებისა, დაირეკა უჩვეულოდ, მაგრამ მომავლის იმედითა და სიახლეების მოლოდინით...
გილოცავთ, ჩემო მონატრებულო პატარა მეგობრებო, მშობლებო, კოლეგებო ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვულოცავ მთელ ერს ამ ლამაზ დღეს და მოდით ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ სკოლის კედლებში ისმოდეს ჩვენი მერცხლების ონავარი, დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე... ავიცრათ ყველა, მთელი საზოგადოება და ვისწავლოთ სირთულეების გზაზე აბობოქრებულ ტალღებთან გამკლავება", - აღნიშნავს დირექტორი თამილა შულაია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დღე სავსე იყო ბავშვების შემოქმედებით“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად