სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ყოფნით ნებისმიერ დაბრკოლებას ღირსეულად გადავლახავთ“ - მისაქციელის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს ემოციურად მიმართავს
15-09-2021
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს ახალ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ემოციურად მიმართავს.

სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ემოციური და წრფელი სიტყვებით მიმართავს.

„გილოცავთ.. კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი იწყება, ერთი წელი გადავფურცლეთ წუთისოფლის დიდ წიგნში, ერთი წლით გავიზარდეთ. 2021-2022 სასწავლო წელი უჩვეულოდ, ჩუმად მოვიდა, თითქოს მოგვეპარა. ცარიელია სკოლის ეზო, არ ისმის ჩვენი აღსაზრდელების ხალისიანი, ხმამაღალი სიცილი, საუბარი, არსად ჩანს მათი გაცისკროვნებული, ბედნიერი სახეები, ბრიალა, გაბრწყინებული თვალები, ერთმანეთის ნახვით მოგვრილი სიხარული. იმედია, ამასაც გავუმკლავდებით, ყველა ერთად ვეცდებით, როგორმე დავაბრუნოთ ჩვენი ყოველდღიურობა ჩვეულ რიტმში. ვერ მოგვერევა პანდემია. თუ გადავავლებთ თვალს ჩვენს მძიმე წარსულს, ამაზე უარესი უნახავთ ჩვენს დიდ წინაპრებს, ამაზე მძიმე დღეები გადაუტანიათ, მაგრამ არასოდეს წაქცეულა ფესვმაგარი მუხა, ჩვენ ხომ მასზე ამოხეთქილი ყლორტები ვართ. გილოცავთ, ჩვენო კურსდამთავრებულებო, სტუდენტობას, თქვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით ცხოვრებაში, წარმატებულნი იყავით, წინსვლას გისურვებთ, თქვენ თქვენი წილი აგური ღირსეულად უნდა დადოთ მომავლის შენებისას, ამის დიდი იმედი გვაქვს. გილოცავთ, პირველკლასელებო, ჩვენი დიდი ოჯახის წევრობას. იმედია, 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში იზეიმებთ მოსწავლედ კურთხევას. გილოცავთ, მასწავლებლებო, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი, ამაგი. ღმერთმა დიდი მისია გვარგუნა - ღირსეული თაობის აღზრდა! ყველამ ერთად მოვუაროთ, ერთად ვუშველოთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს მრავალვაებაგამოვლილ ქვეყანას, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ერთად ყოფნით ნებისმიერ დაბრკოლებას ღირსეულად გადავლახავთ!“ - აღნიშნულია მისაქციელის საჯარო სკოლის დირექციის მიმართვაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება