სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შეუძლებელია, არ მოგეწონოს ახალი პროექტი izrune.ge“
12-11-2017
-
+


გოჩა ტყეშელაშვილი, Izrune.ge-ს მენეჯერებთან ერთად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს ეწვია და ახალი ინოვაციური პროექტის შესახებ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილს ესაუბრა. 

მაია მიმინოშვილის თქმით, პროექტი თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეთა განათლებაში მშობლების ჩართვის ეს ფორმა კი აუცილებლად წარმატებული იქნება.

„შეუძლებელია არ მოგეწონოს ახალი პროექტი Izrune.ge. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტი. ხდება ოჯახის წევრების წახალისება, რომ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი შვილების განათლებაში. მართლა ძალიან კარგი ინიციატივაა. ახლა ვნახავთ როგორი დახვეწილი ფორმით იქნება ეს ყველაფერი. ვიმედოვნებ, წარმატებული პროექტი გამოვა.“ - განაცხადა Etaloni.ge-სთან საუბარში მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შეთავაზებებს აბიტურიენტებისადმი, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნა. 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, საკუთარი კალმებით ისარგებლონ, ხოლო კონდიცირების საკითხს გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარ თავზე ვერ აიღებს.

ყოველწლიურად ვყიდულობთ ტუშიან კალმებს აბიტურიენებისათვის, ვფიქრობ, მათ შევთავაზოთ, შეიძინონ არა 90-თეთრიანი, არამედ ორლარიანი კალმები.

კონდინციონერებს საგამოცდო ცენტრებში ვერაფრით ვერ დავამონტაჟებთ, ამაზე სერიოზულად საუბარი არც ღირს.“- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge უკვე ამოქმედდა. 

ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტზე შექმნილია კითხვების მუდმივად განახლებადი ბაზა კლასების მიხედვით.  

ამ ეტაპზე საიტზე ტესტები აქტიურია მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო დანარჩენი კლასებისთვის ეტაპობრივად დაიდება.

თითოეულ მოსწავლეს მიეწოდება ინდივიდუალური სავარჯიშო ტესტები და შედეგები ოპერატიულად ფიქსირდება.    

საიტი izrune.ge-ს მიზანია, მოსწავლეების მშობლებს ან/და ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება: თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე, სისტემატურად და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაში.  

შედეგად, მოხდება მოსწავლეთა სწავლა - განათლებით მეტად დაინტერესება, მოტივირება და წახალისება.

ასევე იხილეთ: 

„izrune.ge განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს“

„ასეთი პროექტის ანალოგი არ მახსენდება“- როგორ აფასებენ Izrune.ge-ს ინოვაციურ პროექტს ზუგდიდის საკრებულოში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება