სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„izrune.ge განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს“
09-11-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს შესახებ საუბრობს. 

როგორც გიორგი მაჩაბელი etaloni.ge-თან საუბარში აღნიშნავს, ახალი, ამბიციური პროექტი განათლების სისტემაში არსებულ უმთავრეს გამოწვევას ზედმიწევნით პასუხობს. დღეს კი საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი შვილის განათლების პროცესში მშობლების ჩართვაა, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმებს ახორციელებს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ჩვენი ცენტრის წარმომადგენლებს და ახალი პროექტის წარმომადგენლებს შორის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შექმნილი პროექტის, izrune.ge-ს მიზნები თანხვედრაშია. ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე“- გიორგი მაჩაბელი „ეტალონს“ საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს.

izrune.ge-ს  ძალიან ამბიციური მიზანი აქვს, რომ შვილების განათლებაში მშობლების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. მშობლების ჩართულობის გაზრდა შვილების განათლების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმ ახალი რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს“- აცხადებს გიროგი მაჩაბელი „ეტალონთან“ საუბარში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბევრი მიმართულებით მუშაობს. ვგეგმავთ გავაღრმავოთ სერვისცენტრის დეცენტრალიზაციის პროცესი. გვსურს მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხრივ, უფრო მრავალფეროვანი პროგრამები განხორციელდეს და ამ პროგრამების განმხორციელებელი ორგანიზაციებიც შემოვიდნენ სისტემაში. ჩვენი მიზანია არა მარტო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ატაროს ტრენინგები, არამედ პროცესში ჩაერთონ უმაღლესი განათლების ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგნობრივი ასოციაციები და შესაბამისად მრავალფეროვანი სპექტრი შესთავაზონ პედაგოგებს. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება.“

მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge  უკვე ამოქმედდა.

ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტზე შექმნილია კითხვების მუდმივად განახლებადი ბაზა კლასების მიხედვით.  

ამ ეტაპზე საიტზე ტესტები აქტიურია მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო დანარჩენი კლასებისთვის ეტაპობრივად დაიდება.

თითოეულ მოსწავლეს მიეწოდება ინდივიდუალური სავარჯიშო ტესტები და შედეგები ოპერატიულად ფიქსირდება.    

საიტი izrune.ge-ს მიზანია, მოსწავლეების მშობლებს ან/და ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება: თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე, სისტემატურად და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისებაში.  

შედეგად, მოხდება მოსწავლეთა სწავლა-განათლებით მეტად დაინტერესება, მოტივირება და წახალისება.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...

izrune.ge-მ პროექტის ვარკვლავები დააჯილდოვა - „ეს ღონისძიება მხოლოდ ცოდნის კი არა, დიდი მეგობრობის დღესასწაულია...“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, წიგნის შექმნის პროცესი მათთვის სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება