სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოება უალტერნატივო ფორმაა“- თინათინ საბაური, თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორი
13-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორი, თინათინ საბაური საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- ვიმედოვნებ, რომ 2021-2022 სასწავლო წელი წინა სასწავლო წლისაგან განსხვავებით, უფრო ჯანმრთელი და მშვიდობიანი იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოსათვის. ყველაზე მეტი მოლოდინი ალბათ იმის მაქვს, რომ სასწავლო პროცესის პირისპირ წარმართვას შევძლებთ, ფიზიკურად დავუბრუნდებით სასკოლო გარემოს და გაკვეთილების საკლასო ოთახებში ჩატარების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ წელს გამორჩეულ რეჟიმში ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა ისტორიული ძეგლია, 1898 წელს არის აშენებული და სექტემბრის ბოლოდან იწყება მისი სრული რეაბილიტაცია. შესაბამისად, ჩვენ წელს N126 საჯარო სკოლაში მოგვიწევს დროებით, სარემონტო სამუშაოების დასრულებადე გადასვლა.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- ჩვენს სკოლაში ელექტრონული ჟურნალის წარმოების პრაქტიკა უკვე 2020-2021 სასწავლო წელს დავნერგეთ; შესაბამისად, ამ სიახლეს უკვე სრულიად მომზადებულები და გამოცდილები შევხვდებით. იმ შემთხვევაში, თუ სწავლების ფორმატი, თუნდაც ნაწილობრივ, ონლაინ რეჟიმში წარიმართება, ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოება უალტერნატივო ფორმაა, რადგან აღნიშნულ ფორმატში ყველა მასწავლებელს მიუწვდება ხელი ჟურნალზე, ასევე მშობლებსაც შეეძლებათ, გაეცნონ შვილების ყოველდღიურ საქმიანობას, ნახონ მათ მიერ შესრულებული დავალებები, შემაჯამებლების შეფასებები და ა. შ. ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოების პილოტირება უკვე დაიწყო სკოლებში გასულ სასწავლო წელს, შესაბამისად, მასწავლებლები ამ კომპეტენციას ვფიქრობ, ზოგად ჭრილშიც უნდა ფლობდნენ.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- 21-ე საუკუნეში უმნიშვნელოვანეს საკითხად განიხილება არჩევანის თავისუფლება, თუმცა ვფიქრობ, რომ როცა საქმე ეხება ეპიდემიას, რომლის ფარგლებშიც სიკვდილინობის მამჩვენებელი ყოველდღიურად გეომეტრული პროგრესიით იზრდება, ვფიქრობ, ყველა ერთად უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ვუდგებოდეთ არსებულ ეპიდსიტუაციას და ყველა გზას მივმართავდეთ ეპიდემიის შესაჩერებლად. ამ შემთხვევაში, ერთადერთ ხელჩასაჭიდ ძალად მეცნიერება გვევლინება, რომელიც ამ ვირუსთან ბრძოლისას, თავის მხრივ, ერთადერთ ხსნად ვაქცინაციას გვთავაზობს. ამდენად, ნამდვილად ვემხრობი მოსაზრებს, რომ მაქსიმალურად მეტი ვაქცინირებული პედაგოგი უნდა გვყავდეს სკოლებში.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- ვაღიარებ, დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით, პირველკლასელებისათვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი და პრაქტიკაში განსახორციელებელი პროცესია. ჩემი მეოთხე შვილი წელს პირველკლასელია და გულწრფელად ვღელავ მის სასწავლო პროცესზე. თუმცა, აქ ალბათ გამოსავალი ისევ გაერთიანებული ძალებითა და თანამშრომლობითი მიდგომით ქმედებაა. დასაწყის ეტაპზე ლომის წილი სწორედ მშობლებზე მოდის და მათი თანადგომა უმნიშვნელოვანესია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება