TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეგუთის N1 საჯარო სკოლას 2021-2022 სასწავლო წლიდან ახალი შენობა ექნება
27-08-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა, სულ მალე მშობლიურ ადგილს დაუბრუნდება და ახალ სასწავლო წელს, ახლადაშენებულ შენობაში დაიწყებს.

სკოლის ახალი შენობა უკვე აშენებულია და ეზოს გარკვეული ნაწილი სამშენებლო კომპანიის მიერ მოპირკეთდება. სკოლის ეზოს დანარჩენი ნაწილი კი სკოლის დირექტორის, მაია მამისეიშვილის თხოვნით მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით დასუფთავდება და მოწესრიგდება.

„ჩემო გეგუთელო მეგობრებო, ახლოვდება ის დრო, როცა გეგუთის N1 საჯარო სკოლა სრული შემადგენლობით თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს... 6 წლის წინ დროებით დავტოვეთ ჩვენი ტერიტორია, ახალი სკოლაც აშენდა, ეზოს გარკვეული ნაწილი მოპირკეთდება სამშენებლო კომპანიის მიერ, ხოლო დანარჩენს - 6 წლის მიტოვებულს - პირვანდელი სახე უნდა დავუბრუნოთ, ბავშვების დასახვედრად მოვამზადოთ, გავალამაზოთ. გთხოვთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლებს, სკოლის კურსდამთავრებულებს, სოფლის თავშეყრის ადგილებში მყოფ ადამიანებს, ახალგაზრდობას, გავნაწილდეთ სხვადასხვა სამუშაო დღეს, მონაწილეობა მივიღოთ სკოლის ეზოს დასუფთავებაში და საქმიანი თანადგომა განვაცხადოთ ჩვენი ჩართულობით! მჯერა, არ დაიშურებთ ერთი დღის შრომას! მადლობა! მიყვარხართ!“, - განაცხადა, გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია მამისეიშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება