სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 ათასი აპლიკანტი დარეგისტრირდა
24-08-2021
-
+


პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა. შედეგების მიხედვით, წელს, განაცხადი უპრეცედენტოდ ბევრმა, 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა, რომლებსაც შემდეგ ეტაპზე კონკურსის გავლა მოუწევთ იმისათვის, რომ თანამედროვე სტანდარტის სასწავლებლებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ. განსაკუთრებული პოპულარობით წელს IT მიმართულების პროგრამები, საექთნო განათლება, კულინარია, შრომის უსაფრთხოება, საზღვაო ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები ლიდერობს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით წელს 100%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგია. აღსანიშნავია, რომ წელს თითქმის გაორმაგდა შეთავაზებული ადგილების რაოდენობაც.

მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მაღალი აქტივობა შეინიშნება რეგიონებში. ამასთანავე, გაზრდილია მოთხოვნა იმ ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე აპლიკანტებს, პროგრამის დასრულების შემდეგ, საშუალო განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის აღების შესაძლებლობას აძლევს:

„აპლიკანტთა მხრიდან მაღალი აქტივობა მოწმობს იმას, რომ პროფესიული განათლების იმიჯი იცვლება და პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული ხდება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოვდება პროფესიული განათლების ევროპულ სტანდარტს - ჩვენს მომავალ სტუდენტებს კოლეჯებში დახვდებათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე პროგრამები და ის გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წარმატებას მომავალ კარიერულ საქმიანობაში“ - მიიჩნევს თამარ ქიტიაშვილი.

ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის პროცესი, რომელსაც უმეტესად დისტანციურ ფორმატში, თავად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმართავენ. ჩარიცხვის ახალი წესისა და სტუდენტთა შერჩევის ახალი კონცეფციის შესაბამისად, კოლეჯები, პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტთა შერჩევის ისეთ მრავალფეროვან მეთოდებს გამოიყენებენ, როგორიცაა: მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეციალური ტურები, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზი და ა.შ. რაც შეეხება ეროვნულ ტესტირებას, რომელიც მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს ეხება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სექტემბრის დასაწყისში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩაატარებს.

ხაზგასასმელია, რომ ახალი სასწავლო წლისთვის, საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულად იქნება დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

10-საათიანი ზღვარი და ვაკანტური საათების გადანაწილება - რა მითითებებს აძლევენ სკოლებს

მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო - ცნობილია, ყველა ცვლილება და სიახლე სტუდენტებისთვის

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება