სიახლეები
სიახლეები

სად ხართ მასწავლებლებო! მოგწონთ, როგორ განათლებას ვაძლევთ ჩვენ შვილებს?!
06-08-2021
-
+



სოციალურ ქსელში ვრცელდება ჟურნალისტის სტატუსი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

სად ხართ, მასწავლებლებო? სად ხართ ათასობით შვილების მშობლებო?

მძიმეა ჩემთვის ამის დაწერა, რადგან მასწავლებელთა ოჯახში ვარ გაზრდილი.
მაგრამ, სად ხართ?

რამდენი წელია თქვენი ერთიანი ხმა არ გამიგია. არაფერი მომხდარა? ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა? მოგწონთ, როგორ განათლებას ვაძლევთ ჩვენ შვილებს და მოგწონთ, რადაც გადავაქციეთ ქვეყანა, სადაც ჩვენ შვილებს ზრდით?

სად ხართ მასწავლებლებო და რატომ აღარ გიდევთ ქვეყნის პულსზე ხელი? მე მაშინ მასწავლიდა ჩემი მასწავლებელი მამა, რა იყო თავისუფლება, როცა 40 ლარი ჰქონდა ხელფასი...

ასე რომ, დაბალ ხელფასს ნუ ამოეფარებით, გთხოვთ. რას ასწავლით ჩვენ შვილებს სკოლასა და უნივერსიტეტებში?

როგორ აპირებთ ჟურნალისტების გაზრდას, როცა მედიის 53 წარმომადგენელი სცემეს და თქვენი ერთიანი ხმა არ გაგვიგია?

როგორ აპირებთ მასწავლებლების გაზრდას, როცა პრემიერმა ბრძანა, რომ უცხოეთში უნდა ისწავლონ მოზარდებმა, რადგან ქვეყნის განათლების სისტემა ჩახავსებულია?

როგორ აპირებთ იურისტების გაზრდას, როცა ადვოკატები ხან უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევენ და ხანაც ღია მოწოდებებს აკეთებენ ძალადობის წასახალისებლად და ისევ ხმა არ გაგიღიათ?

როგორ აპირებთ მოსამართლეების გაზრდას, როცა სასამართლოში კლანი გვიზის და სდუმხართ?
რას ეუბნებით ბავშვებს, როცა თვალებში უყურებთ? ეუბნებით, რომ ხორავას საქმის მერეც არ გითქვამთ თქვენი სათქმელი?

როცა გაკვეთილი სრულდება, ბავშვებს ემშვიდობებით ისე, თითქოს ბოლოჯერ ხედავდეთ? ეუბნებით, რომ არავინ იცის, ხვალვიქნებით, თუ არა ცოცხლები, რადგან დაუსჯელობის სინდრომი ცუდი ბუმერანგია?

ეუბნებით ამას, თუ ატყუებთ და ეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა, რადგან დღის სამი საათია?

სად ხართ, როცა თქვენ ათასობით შვილს სცივა და შია? ნორმალურია, რომ თქვენი მოსწავლეების და სტუდენტების დიდ ნაწილს ხორციანი კერძი წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე აქვს მიღებული? ნორმალურია, რომ თქვენ ათასობით შვილს ხილი ენატრება?
სად ხართ, როცა თქვენი ათასობით შვილის მშობლებს უცხოეთში უწევთ წასვლა ლუკმა პურის საშოვნელად?

14 წლის გოგო გააუპატიურეს, მერე ფსიქოლოგიურად იძალადეს, ნაცემი მივიდა პოლიციაში, ჩვენება დაწერა, დალურჯებული ტანი აჩვენა და რამდენიმე თვეში თავი ისე მოიკლა, მისი საქმის ძიებაც არ იყო დაწყებული - სად ხართ მასწავლებლებო?

სად ხართ, როცა თქვენი ათასობით ბავშვი მშობლებს უმეტესად ვერ ხედავს, რადგან დილით ადრე გადიან და შუაღამით ბრუნდებიან სახლში, ხელფასი კი მაინც 500 ლარამდე აქვთ?
ვინ წაიღო თქვენი ხმა, სად არის თქვენი ხმა, როცა წლებია თქვენი, ჩვენი ქვეყანა გმინავს? როგორ გავზრდით ბაზალეთიდან ამოყვანილ ყრმას? ვინ გაზრდის და როგორ გაზრდის? სად არის თქვენი ლამპარი?

მასწავლე, მასწავლებელო, ნუ იქნები ჩუმად, მასწავლე, სად ვეძებო საყრდენი!
მასწავლე, როგორ მეყოს სიცოცხლე, როცა ცხოვრება მინდა, მასწავლე, როგორ მეყოს კისერზე ჯვარი, როცა ვხედავ, ჩემი ეკლესიის დანგრევა უნდა სასულიერო პირების დიდ ნაწილს, მასწავლე, როგორ მეყოს ჩურჩული, როცა ყვირილი მინდა, მასწავლე, როგორ მეყოს წულუკიანი კულტურის მინისტრად ვაჟას შთამომავალს, მასწავლე, როგორ შევეგუო თავმოყვარეობის შელახვას, მასწავლე, როგორ ვუთხრა ჩემ შვილს - უნდა წახვიდე, თუ გინდა გადარჩე, უნდა წახვიდე!!!

მასწავლე, რადგან, ეს ჩემ მასწავლებლებს ჩემთვის არ უსწავლებიათ და არ ვიცი!
უდიდესი ძალა გაქვთ თქვენ, რადგან თქვენ ათასობით ბავშვის მშობლობა იტვირთეთ, ნუ დააძაბუნებთ ამ ძალას! ნუ შეგეშინდებათ შვილების გაზრდის, ნუ შეგეშინდებათ შვილებისთვის სიმართლის თქმის, ნუ შეგეშინდებათ შვილების გვერდით დადგომის!
როგორც მე მასწავლეს, შიში გკლავს და რაც არ გკლავს, გაძლიერებს!  

თამო კეშა

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება