| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლებს კოვიდზე აცრა რეგისტრაციის გარეშე უკვე შეუძლიათ, თუმცა საინტერესოა, რა საბუთის წარდგენა დასჭირდებათ სამედიცინო კაბინეტში და კონკრეტულად, რომელი ცენტრები იქნება განკუთვნილი პედაგოგებისთვის?
ამ საკითხის გასარკვევად, ცოტა ვრცელი გზის გავლა დაგვჭირდა, რადგან კითხვით რამდენიმე ინსტანციას მივმართეთ:
პირველ რიგში სამთავრობო ცხელ ხაზს - 144-ს დავუკავშირდით სადაც გვიპასუხეს, რომ ამჯერად თბილისში პედაგოგების აცრისთვის მხოლოდ ერთი ცენტრი ფუნქციონირებს რესპუბლიკურში და იქ მისულ მასწავლებელს, საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში, რეგისტრაციის გარეშე აცრიან;
ამის შემდეგ საკითხის დაზუსტება განათლების სამინისტროში ვცადეთ. სადაც გვითხრეს, რომ ყველა დიდ ობიექტზე, სადაც ტარდება აცრა ერთი სივრცე იქნება გამოყოფილი პედაგოგებისთვის და პირადობის მოწმობით შეძლებენ აცრას. რეგისტრაციის აცრა შესაძლებელია ასევე სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირისთვის; დამატებით, დეტალური ინფორმაცია გადაგზავნილია სკოლებშიც.
ამ ვარიანტებიდან, რომელია სარწმუნო - უახლოეს მომავალში გამოჩნდება, ჩვენ კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მასწავლებლებზე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ისედაც აქვს, მათი დაზღვევიდან გამომდინარე და შესაბამისად, პირადობის მოწმობით უდავოდ შესაძლებელია იმის გადამოწმება - ესა თუ ის პირი ნამდვილად პედაგოგია თუ არა... და გარდა ამისა, პედაგოგებს აქვთ სერტიფიკატები, სამგზავრო ბარათი ან ბაზები შესაძლოა სკოლებმაც გადაუგზავნონ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად