სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თითოეული თანამშრომლის ძალისხმევის შედეგად მოვახერხეთ პრობლემების დაძლევა“ - კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი, მაია ხალილაშვილი
04-08-2021
-
+



რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? ამ და სხვა საინტერესო თემაზე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი, მაია ხალილაშვილი გვესაუბრა.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020-2021 სასწავლო წელი, პირველ რიგში, პანდემიასთან ბრძოლის წლად მიმაჩნია, რასაც  მთელი რიგი გამოწვევები მოსდევს. როგორებიცაა: მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა, მასწავლებლების დროული მობილიზება შესაძლო ონლაინ სწავლებაზე გადასავლელად. თითოეული თანამშრომლის ძალისხმევის შედეგად მოვახერხეთ პრობლემების დაძლევა.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად, რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- შეიცვალა მშობელთა ჩართულობის ფორმაც, ძირითადად, ონლაინ შეხვედრები გვქონდა. ინდივიდუალური შეხვედრები რეგულაციების დაცვით პირისპირ მიმდინარეობდა.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ? 

- მასწავლებლებს ვეტყოდი, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტანციის დადასტურების ეს ფორმა არის ის მინიმუმი, რაც აუცილებლად უნდა გადალახოს ყველა მასწავლებლმა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად, რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- პროფესიებისადმი არჩევანი მრავალფეროვანია, რა თქმა უნდა ამას განაპირობებს სოციალური გარემო, ინტერესები, მიდრეკილება, ნიჭი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლის და იურისტის პროფესიას ირჩევენ. მათ იციან, რომ მათი პროფესია მომავალში მათი ცხოვრების დედა ანუ მათი ალმა-მატერი იქნება.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- ჩემი აზრით, შეიძლება მოხდეს ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ბავშვის სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ბავშვის მზაობისა და მშობლის სურვილის გათვალისწინებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება