სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხეოთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება გარემოსდაცვით კონკურსში
27-07-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდამ აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ ღონისძიებებში. 

ხეოთის საჯარო სკოლამ ამჯერადაც გამოიჩინა თავი და სასკოლო კონკურსში „წლის აღმოჩენის“ სტატუსი მიენიჭა.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია“ ნახევარფინალური ტურები დასრულდა, სადაც სამცხე-ჯავახეთიდან ოთხი სკოლა მონაწილეობდა: ახალციხის N5 საჯარო, ხეოთის საჯარო, ნინოწმინდის N1 საჯარო და ეშტიის N1 საჯარო სკოლები. 

ნახევარფინალური ტურები რეგიონების მიხედვით შედგა.  22 ივლისს  ნახევარფინალისტი სკოლები სამცხე-ჯავახეთიდან შეეჯიბრნენ გურიისა და აჭარის რეგიონის სკოლებს. მონაწილე 18 სკოლიდან ფინალური ტურში სულ 3 სკოლა გადავიდა, სადაც ხეოთის საჯარო სკოლამ წლის აღმოჩენის სტატუსი მიიღო.

„გილოცავთ ამ დამსახურებულ წარმატებას! მომავალში, კიდევ ბევრი წარმატება და წინსვლა ჩვენს სკოლას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს! დიდი მადლობა სკოლის თითოეულ ეკოკლუბელს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის. განსაკუთრებით, ეკოკლუბის ხელმძღვანელს, ხეოთის სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლელა გვრიტიშვილსა და ეკოკლუბის ლიდერს, გვანცა ბექაურს. ასევე ახალციხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს აქტიური მხარდაჭერისთვის და CENN-ის რეგიონულ კოორდინატორს სამცხე-ჯავახეთში, ქალბატონ თამუნა კაპანაძეს. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაცაში.

შეგახსენებთ, კონკურსი მეშვიდე წელია ტარდება და მასში საქართველოს მასშტაბით ათასობით სკოლა მონაწილეობს. წელს კონკურსის თემა „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ იყო. მთელი წლის განმავლობაში კონკურსში მონაწილე სკოლები სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალურ აქტივობებს ახორციელებენ, რითიც ქულებს აგროვებენ. კონკურსში მონაწილე ათასი სკოლიდან ნახევარფინალში სულ 120 სკოლა მოხვდა, რომელთა შორისაც სამცხე-ჯავახეთიდან 4 სკოლა იყო.

წელს კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე აღნიშნული კონკურსი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება