სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ლიტერატურული კომპოზიციით წარდგნენ
26-07-2021
-
+


ხაშურის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა, თუმცა მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში მონაწილეობას არ წყვეტენ.

„მიმდინარე წლის 16 ივლისს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ხაშურის მუნუციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის თეატრალური სტუდია, რომელსაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ, ბათუმს სტუმრობდა. მათ, ბათუმის ილია ჭავჭვაძის სახელობის მუზეუმში წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ (პედაგოგი - ლალი პაპუაშვილი). მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოემზადნენ ღონისძიებისთვის და ღირსეულად წარსდგნენ ბათუმელი საზოგადოების წინაშე. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მუზეუმის დირექტორი, ქალბატონი თეონა ზოიძე, დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ინგა გოგობერიძე, ბაღდადის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი ვაკო კვინიხიძე, მისი მოადგილე სოსო კოტორეიშვილი და საზოგადოების წარმომადგენლები.

ხაშურის N7 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს  და ხაშურის მერიის კულტურის სამსახურს თანადგომისათვის, მადლობას ვუხდით ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს ქალბატონ მაკა დიდებულიძეს, ბათუმის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის მოადგილეს ქალბატონი ინგა გოგობერიძეს, ბათუმის ილია ჭავჭვაძის სახელობის მუზეუმს გულთბილი დახვედრისათვის, ასევე ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ასეთი საქმიანობა დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეების სამომავლო კარიერაზე და საქართველოს მომავლის განსაზღვრას დაეხმარება. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები იყვნენ: ანა ლაბაძე, თინათინ ცუცქირიძე, მარიამ მახარაშვილი, საბა ლაბაძე, გიორგი ღვალაძე, საბა ფანჩულიძე, პაპუნა მაღრაძე, ლუკა ჩაუჩიძე“, - ნათქვამია ხაშურის N7 საჯარო სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება