სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაუვიწყარი და შთამბეჭდავი დღე - გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოისმინეს
26-07-2021
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლა მოსწავლეებს ხშირად სთავაზობს საინტერესო აქტივობებს, რათა მოსწავლეებს მეტი სტიმული და ინტერესი გაუჩნდეთ.

გურჯაანის ტექნოპარკმა გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და კიდევ ერთი დაუვიწყარი, შთამბეჭდავი დღე აჩუქა.

მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ტექნოპარკის სერვისების შესახებ და გაეცნენ ფაბლაბის დანადგარების ლაზერული ჭრისა და გრავირების, ნებისმიერი ბრტყელ ზედაპირზე საბეჭდი პრინტერის, 3D პრინტერის, 3D სკანერის, ვაკუუმ ფორმირების აპარატისა და CNC Router-ის მუშაობის პრინციპებს.

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული აქტივობა ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით ჩატარდა.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესი და ხალისი გამოავლინეს.

გურჯაანის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან კიდევ მეტ საინტერესო აქტივობას შესთავაზებს მოსწავლეებს და მათი უნარ-ჩვევებისა თუ ცოდნის განვითარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება