სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ შანიძემ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურა
26-07-2021
-
+


თბილისის N26 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს სკოლა სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს. სკოლა ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლემ, მარიამ შანიძემ ასახელა.

მარიამ შანიძემ წარმატებით იასპარეზა 22 ივლისს, ბულგარეთის დედაქალაქში გამართულ ახალგაზრდა წყალმხტომელთა ტრადიციულ მე-11 საერთაშორისო ტურნირზე - „სოფიის თასი 2021“. აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პროგრამაში შედის და მონაწილეობა შვიდი ქვეყნის 20 კლუბის 110-მა სპორტსმენმა მიიღო.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის, ირაკლი ბართაიას ხელმძღვანელობით საქართველოს სამმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც თბილისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლე 16 წლამდელთა შეჯიბრში იყო გამორჩეული.

მარიამ შანიძემ სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 263.55 ქულა, პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა; ხოლო, ერთმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 230.65 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თბილისის N26 საჯარო სკოლა ამაყობს მარიამ შანიძის წარმატებით და კიდევ მეტ გამარჯვებას უსურვებს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება