სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულს ნაყოფიერად ატარებენ - პედაგოგი მაია ნარცავიძე მათ ქართულ სიმღერებს ასწავლის
26-07-2021
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებს ნაყოფიერად ატარებენ.

სკოლაში სახელმწიფო ენის შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა და ამისთვის პედაგოგები, ყველა ხერხსა თუ ღონეს მიმართავენ.

პედაგოგ მაია ნარცავიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეები ზაფხულის დღეებს სიმღერასა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში ატარებენ. მასწავლებელს ძალიან უყვარს თავისუფალი დროის მოსწავლეებთან ერთად გატარება.

მოსწავლეებთან ერთად მაია ნარცავიძემ სოფელი ფეხით შემოიარა და ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ანახა. ბავშვებს გააცნო და შეასწავლა ქართული სიმღერები, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა, ქართული ლექსები და ხელსაქმე.
მოსწავლეებმა და პედაგოგმა ერთობლივი სიმღერა შეასრულეს, რაც მათთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

პედაგოგი მოსწავლეებს ასწავლის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლა და შრომა, ერთ-ერთ ვიდეორგოლში მოსწავლეები ქართული სიმღერის ფონზე თივაბენ.

კიზილაჯლოს საჯარო სკოლა და პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებზე; სკოლა ახალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მეტ და საინტერესო აქტივობას შესთავაზებს ბავშვებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:












კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება