სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭვინთის საჯარო სკოლის პედაგოგი ელზა რაისიანი სამცხე-ჯავახეთში კითხვის საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარეს
23-07-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ელზა რაისიანი მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი სამცხე-ჯავახეთში კითხვის (ქართული ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარეს.

დაჯილდოების ცერეონია 16 ივლისს გაიმართა. ჯილდო ელზა რაისიანს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პირადად გადასცა.

„2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში ჩავერთე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში, ჩემთვის, როგორც დამწყები მასწავლებლისათვის, ეს ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროფესიული განვითარებისათვის. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება კი დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, გამარჯვება - უდიდესი სტიმული და პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის, სკოლის და ბავშვების წინაშე. 
აღიარებისათვის, მხარში დგომისათვის და მოტივაციისათვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პროგრამის ხელმძღვანელებს, ჟიურის წევრებს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროექტის მენეჯერს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ქალბატონ ირმა ქურდაძეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს, ბატონ გიორგი გაგნიძეს, ადამიანს, რომელიც მუდმივად ზრუნავს პედაგოგების განვითარებაზე.  ვეცდები, რომ ღირსეულად ვატარო ეს საპატიო წოდება" - ამბობს ელზა რაისიანი.

ჭვინთის საჯარო სკოლა ულოცავს თავის პედაგოგს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება