სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ამბროლაურის N2 სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
23-07-2021
-
+


ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში 18 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 14 შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

მოსწავლეები - ლუკა ლაიშვილი, გვანცა გოგსაძე და ფარნა გოგსაძე ამბროლაურის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის მე-2 ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდნენ. მათგან ლუკა ლაიშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის II ადგილის მფლობელია. 

სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს. 

შეგახსენებთ, რომ ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 20 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 54 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 22 ივლისს „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ამბროლაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

გამარჯვებული, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ოთარ დონაძე კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, 28 ივლისს გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება