TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლები ტრენინგის გარეშე არ დარჩებიან, 4-დან 14 სექტემბრამდე გაივლიან“ - ბერიკა შუკაკიძე
12-07-2021
-
+


პედაგოგები სავალდებულო ტრენინგებს გადიან, თუმცა ფაქტია, რეგისტრაციის გავლა ყველამ ვერ მოახერხა. Etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, რა ბედი ელის იმ მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულში პროფესიულ განვითარებას ვერ შეძლებენ? მით უმეტეს, რომ, როგორც აღვნიშნეთ ეს ტრენინგები სავალდებულოა.

საკითხის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „მასწავლებლის სახლის“ ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს დავუკავშირდით,  რომელმაც დეტალური განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ იმ მასწავლებლებს, რომელბმაც რეგისტრაცია ვერ მოასწრეს, სექტემბერში, სასწავლო პროცესის დაწყებამდე შეძლებენ პროფესიულ განვითარებას:

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, გამოიკვეთა მასწავლებლების საჭიროებები, შევადგინეთ 59 მოდული და გადიან ტრენინგებს. ეს პროცესი 2-3 აგვისტოს დასრულდება, რადგან არ გვსურდა, ზედმეტად გადაგვეტვირთა პედაგოგები. ინტერესი მაღალია, თუმცა ზოგმა მათგანმა ვერ შეძლო დარეგისტრირება სხვადასხვა მიზეზის გამო - ამჟამად „მასწავლებლის სახლს“ 3 500-მა მასწავლებელმა მიმართა და ისინი ტრენინგის გარეშე არ დარჩებიან. მიმდინარე აქტივობები 2 -3 აგვისტოს დასრულდება, ზოგ მათგანს ამ პერიოდში დავაკმაყოფილებთ, დანარჩენები კი ტრენინგის გავლას 4-დან 14 სექტემბრამდე, სწავლის დაწყებამდე შეძლებენ“.

იხილეთ ასევე: „უფროსი 20-ს, წამყვანი 12-ს და მენტორი 8-საათიან ტრენინგს გაივლის“ - ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე

სავალდებულო ტრენინგის გაცდენა, პედაგოგს საპატიოდ ეთვლება, თუ... - რა დროს არ გასცემს მასწავლებლის სახლი სერტიფიკატს?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება