სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს
28-06-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს და სკოლის მიღწევებზე გვესაუბრება. მთელი წლის განმავლობაში თითოეული მოსწავლე და პედაგოგი აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმაც წარმატებით დაინერგა. გარდა ამისა, სკოლაში შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდა, მასწავლებლებმა კი პროფესიული წინსვლისთვის წარმატებული აქტივობები განახორციელეს.

„2020-2021 სასწავლო წელი იმით გამოირჩეოდა, რომ უპირველესი იყო კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება და ამის შემდეგ წვდომა იმ საგანმანათლებლო სიახლეებზე, რომელიც ითვალისწინებდა სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას, სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება - დანერგვას, სკოლის ეფექტურ მართვას, სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას. მასწავლებლებს უტარდებოდათ ონლაინ შეხვედრები ყველა საგანში. მათ კარგად გააცნობიერეს საგაკვეთილო პროცესში სამიზნე ცნებებიდან გამომდინარე რა აქტივობები იყო უფრო ეფექტური მოსწავლეებში მკვიდრი წარმოდგენების შესაქმნელად. ასევე მოსწავლეებმა გაიგეს კომპლექსური დავალებების შესახებ. პერიოდულად სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა. ერთმა მასწავლებელმა გარე დაკვირვების ონლაინ–გაკვეთილი ჩაატარა ერთმოსწავლიან კლასში და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო მოსწავლეთათვის იმ დანაკლისის ანაზღაურება, რაც პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია სწავლა–სწავლების საკითხში. დირექციის და მასწავლებლების ძალისხმევით, მათი დაუღალავი შრომით და მშობლების მხარში დგომით მოსწავლეებმა შეძლეს ამ პრობლემის დაძლევა. დისტანციური სასწავლო პროცესიდან დასწრებულ სწავლებაზე გადასვლისთანავე მოსწავლეებს ყველა საგანში უტარდებოდათ გაკვეთილები წინასწარ შემუშავებული აუცილებელი საჭიროებების გათვალისწინებით.

მოსწავლეები მშობლების დახმარებით უზრუნველყოფილი იყვნენ ციფრული ტექნოლოგიური საშუალებებით და ინტერნეტით. ჩვენი სკოლის არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა სასწავლო პროცესის მიღმა.  სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ყველა მოსწავლესთან იოლად ხერხდებოდა ონლაინ კავშირი. წლის ბოლოს ყველა საგანში იქნა დაძლეული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი მასალა. სკოლაში რამოდენიმე პროექტი განხორციელდა სხვადასხვა საგანში.

მხატვრული ღონისძიებებით, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, საინფორმაციო და საგამოფენო სტენდებით, ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენებით აღინიშნა ღირსშესანიშნავი თარიღები: ოკუპაციის დღე, „ლეგენდები თამარ მეფეზე“, დედის დღე და ქალთა  დღე, π რიცხვის  (მათემატიკური მუდმივა) დღე, დედა ენის დღე, დედამიწის დღე და სხვა. ჩატარდა შემეცნებითი ღონისძიებები „ვინ იტყვის პირველი“  და „რა? სად?როდის?“

უკეთესი მომავლის იმედით ველოდებით მომდევნო სასწავლო წელს“, - წერს თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება