| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლები მე-4 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობნენ და გზა დაულოცეს. პირველმა მასწავლებლებმა თბილი სიტყვებით მიმართეს პატარებს და სწავლის ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
„წარმატებული, სიხარულითა და სიკეთით სავსე ყოფილიყოს სკოლაში გატარებული ყოველი დღე ჩვენო მერცხლებო. წინ, ერთად გასავლელი, კიდევ მრავალი წელია. მეოთხე კლასის დასასრული, პირველი ეტაპია ცოდნის სამყაროში გასავლელი რთული და გრძელი გზისა. გისურვებთ, თქვენი სატარებელი „ტვირთის“ ღირსეულად და ბოლომდე გატანას, რათა თქვენი სიკარგით, ჩვენ, თქვენმა აღმზრდელებმა, ვიხაროთ. თითოეული ბავშვი მთელი სამყაროა - ლამაზი, კეთილი, საინტერესო, ამოუცნობი, სიყვარულისა და ბედნდიერების მატარებელი, როგორებიც იყავით თქვენ ჩვენთვის! გისურვებთ, სკოლაში გასატარებელი მომდევნო წლებიც ისევე საინტერესოდ და წარმატებით გაგევლოთ, როგორც ჩვენი ერთად ყოფნის ოთხი წელი!“, - სიყვარულით მიმართავენ პატარებს დაწყებითი კლასების მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა