სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს ვურჩევ მშვიდად და მოტივაციით გავიდნენ გამოცდაზე“ - მზია გოგაძე, დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი
23-06-2021
-
+


როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი მზია გოგაძე გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020 -2021 სასწავლო  წლის დასაწყისს შევხვდით დიდი სამზადისითა და მოლოდინით, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყებოდა. არსებული რეკომენდაციების დაცვით მომზადდა ყველაფერი, თუმცა 14 სექტემბერს გავიგეთ, რომ სწავლა დისტანციურად დაიწყებოდა. მაშინვე ვაცნობეთ მოსწავლეთა მშობლებს, კლასის დამრიგებლებსა და პედაგოგებს დავუგზავნეთ გაკვეთილების ცხრილი და სწავლა დისტანციურად დავიწყეთ. მაღალმთიანი რაგიონისათვის დიდი გამოწვევის მიუხედავად, დირექციის წევრთა კოორდინირებული მუშაობის შედეგად სასწავლო პროცესი ჯერ სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყო, რამდენიმე დღეში საგანმანათლებლო პლატფორმა teamsi-ის გამოყენება დავიწყეთ. თავდაპირველად სირთულეების წინაშე დავდექით, მაგრამ სკოლის დირექტორის მოადგილის მაღალი კომპეტენცია, მისი მუდმივი ჩართულობა სასწავლო პროცესის გამართულად მუშაობაში, ასევე მასწავლებელთა დიდი ინტერესი, შეესწავლათ ყველა სიახლე, გვიადვილებდა სირთულეების დაძლევას. ხშირად ვმართავდით ონლაინ შეხვედრებს, ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას, რათა სასწავლო პროცესი გამართულიყო, აქტიურად ჩაგვერთო მოსწავლეები, მიგვეწოდებინა მათთვის ყველა საჭირო ინფორმაცია. ჩვენი მუშაობის მიღწევად მიმაჩნია ის, რომ სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაბა შუახევის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება და მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

-  რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- მშობელთა ჩართულობა, მათი აქტიური დახმარება სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, თუმცა ყველაზე დიდ პრობლემას აქ წავაწყდით, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სოფლად ცხოვრობს, ინტერნეტის წვდომის პრობლემების გამო ხშირად ვერ ერთვებოდნენ მოსწავლეები სასწავლო პროცესში, მშობელთა უმეტესობა, ცალკეული გამონაკლისის გარდა, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შვილის სწავლის საკითხს, შეუძინეს ტექნიკური საშუალებები, ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს სასწავლო პროცესს. მოსწავლის მხრიდან გაკეთილებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში გვაცნობებდნენ მიზეზს.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს წარმატებას ვუსურვებ და ვურჩევ მშვიდად, ემოციების დამორჩილებით, პასუხისმგებლობითა და მაღალი მოტივაციით გავიდნენ გამოცდაზე, ახსოვდეთ, რომ მათი მოსწავლეებისათვის ძალიან საყვარელი არიან და ახალ სასწავლო წელს მოუთმენლად ელიან მათთან შეხვედრას.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- პროფესიული არჩევანი მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი მოსწავლეები ამ ნაბიჯის გადადგმისას საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებს ითვალისწინებენ, თუმცა ხშირად ყურადღებას აქცევენ იმასაც, თუ რამდენად დასაქმებად და მაღალანაზღაურებად პროფესიას ირჩევენ. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდები პედაგოგის პროფესიასაც ხშირად ირჩევენ.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი სასწავლო წლის დაწყებასთან მიმართებით მეტად აღელვებთ ჩვენს მშობლებს, ხშირად გამოთქვამენ კიდეც უკმაყოფილებას. მართლაც, ხშირია შემთხვევა, რომ სულ რამდენიმე დღის ასაკობრივი სხვაობის გამო ბავშვი მთელ წელს ელოდება სკოლაში მისვლას, სკოლამდელი აღზრდის - ბაგა-ბაღის შემდეგ შორდება თანატოლებს. ვფიქრობ, ეს საკითხი მიოთხოვს შესაბამისი სტრუქტურისაგან შესწავლას და კანონის ბავსვთა სასარგებლოდ ცვლილებას.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება