სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია - რამდენი ათასი ლარი გადაეცემა გამარჯვებულს?
15-06-2021
-
+


2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. შერჩეული ათეულიდან აგვისტოში 5 მასწავლებელი გადავა ფინალში, ოქტომბერში კი ერთი პედაგოგი მიიღებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.

გაეცანით საუკეთესო ათეულის ვინაობას:

  1. სოფო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  2. ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტში მარადისისა და კასულმოს სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  3. გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის 168-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  4. ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის მე-5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოება და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  5. ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
  6. ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის მე-10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
  7. გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი;
  8. აზა ხანგოშვილი – სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი;
  9. მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია, აია-ჯესსის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
  10. მაკა ხელაძე – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. გამარჯვებული მასწავლებელი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით – 10 ათასი ლარით.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება