სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თანამშრომლობა სუფთა გარემოსათვის“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები იმერეთის მეცნიერთა კავშირის ოფისს ესტუმრნენ
14-06-2021
-
+


წყალტუბოში საერთაშორისო პროექტი „თანამშრომლობა სუფთა გარემოსათვის“ ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში, 11 ივნისს, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები (ხელმძღვანელი ანი ხურცილავა), პედაგოგებთან - დარეჯან ჯიშკარიანთან, ნატალია მანდარიასთან და თათია ივანეიშვილთან ერთად, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“ ოფისში სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც სპექტრის ეკოლოგმა, აწსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ლალი გამყრელიძემ და სპექტრის წარმომადგენელმა არჩილ ტყაბლაძემ უმასპინძლეს.

„ქალბატონმა ლალიმ ისაუბრა პლასტიკის ნარჩენების განცალკევებული შეგროვების აუცილებლობასა და მის შემდგომ გადამუშავებაზე, ხოლო ბატონმა არჩილმა ოფისში განთავსებულ მინი-ლაბორატორიაში სპეციალური მინი-დანადგარის მეშვეობით აჩვენა, თუ როგორ ხდება პლასტიკის გადამუშავება და სხვადასხვა ნივთის მიღება.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ნანახით. მათ თავადაც მიიღეს მონაწილეობა პროცესში. ყველასთვის აქსიომად იქცა ის ფაქტი, რომ აუცილებელია ყველამ მოახდინოს ნარჩენების დახარისხება. ის, რომელიც ღირებულია და მატერიალურ რესურსს წარმოადგენს - განცალკევდეს და შეგროვდეს შემდგომი გადამუშავებისათვის, რათა მისგან მივიღოთ სასარგებლო პროდუქტი.

მადლობა „სპექტრის“ ყველა თანამშრომელს გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისთვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება