სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ჯულიეტა შირინიანთან ერთად, გარემოს დაცვის დღე ბუნებაში აღნიშნეს
08-06-2021
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მასწავლებლები  ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ბავშვებს ბუნება შეაყვარონ და ასწავლონ, როგორ მოუფრთხილდნენ გარემოს. მათ შორის არის პედაგოგი ჯულიეტა შირინიანი, რომელმაც გარემოს დაცვის დღესაც გაახარა საკუთარი მოსწავლეები.

სწორედ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, გარემოს დაცვის დღეს გასვლითი აქტივობა. პედაგოგმა ჯულიეტა შირინიანმა მოსწავლეები ბუნებაში წაიყვანა. სიმწვანესთან სიახლოვით, ბავშვებმა კიდევ ერთხელ და უფრო მკაფიოდ გაიაზრეს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების, ბუნების მოფრთხილებისა და ზრუნვის აუცილებლობა იმ გარემოზე, სადაც ისინი ცხოვრობენ.

გასვლითი აქტივობა მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი და ინფორმაციულ-შემეცნებითიც გამოდგა, მათ უფრო მეტად გაითავისეს ბუნების სასიცოცხლო მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.  

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება