| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესის“ ადმინისტრაცია ქიმიის წამყვან პედაგოგს გვაცნობს. ქალბატონი რუსუდანი 20 წელია პედაგოგად მუშაობს. ის თავის „პროგრესულ“ გამოცდილებას გვიზიარებს.
„გვინდა გაგაცნოთ რუსუდანი, რომელიც ჩვენს სკოლაში ქიმიის წამყვანი მასწავლებელია. რუსუდანს 20-წლიანი სწავლების გამოცდილება აქვს და გვესაუბრება თავის პრაქტიკასა და იმ მიდგომებზე, რასაც იყენებს მოსწავლეებთან ურთიერთობების დროს.
„იყო მასწავლებელი ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულო ის მისია, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია. იმისათვის, რომ მოსწავლემ მიგიღოს და შეგიყვაროს, უნდა იყო მისთვის როგორც ინტელექტუალური, ასევე მორალური ავტორიტეტი. ამის მიღწევა არც თუ ისე ადვილია. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა საგანმანათლებლო სივრცეში 20 სასწავლო წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მივიღე უაღრესად დიდი გამოცდილება, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამერიკულ-საერთაშორისო სკოლა „პროგრესს“.
„პროგრესი“ არის სკოლა, სადაც პედაგოგები მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ყოველთვის ახლის ძიებაში ვართ. ამ სკოლამ მასწავლა, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია სურვილი, მონდომება და პასუხისმგებლობა.
ჩემს მოსწავლეებთანაც, სწორედ ამ უნარების გამომუშავებაზე ვმუშაობ - შეიცნონ და გაითავისონ სამყარო, ჩაერთონ საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა