სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშვიდობით ოქროს ხანავ“ - ემოციური გამომშვიდობება დაბლაციხის საჯარო სკოლაში
02-06-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლისთვის 28 მაისი ორმაგად ემოციური დღე იყო. სკოლამ კურსდამთავრებულები კონცერტით გააცილა, მე-4 კლასის დამრიგებელი მაია კუტალაძე კი მოსწავლეებს - ბარბარე ჯინჭარაძეს და დავით სერებრიაკოვს ემოციურად გამოემშვიდობა.

„მშვიდობით ოქროს ხანავ“ - საზეიმოდ გააცილეს მე-12 კლასის მოსწავლეები დაბლაციხის საჯარო სკოლაში. დირექტორმა და პედაგოგებმა მათ კეთილი სურვილებით დაულოცეს გზა, ახალ ეტაპზე. გარდა ამისა, ცრემლნარევი სიხარულით გამოემშვიდობა დამრიგებელი მე-4 კლასის „ორ მარგალიტს“.

„მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის დირექტორმა ბატონმა ერეკლე ჯიქიამ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს, უსურვეს წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობა, ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელიც მათ უნდა განვლონ, მაღალი სივრცეების დასაპყრობად და მუდამ იდგნენ თავისი ცოდნითა და პროფესიონალიზმით საქართველოს სადარაჯოზე. 

ხოლო, მე-4 კლასის ორ მარგალიტს კი უსურვეს ცოდნის ტაძარში, ჯადოსნურ სამყაროსი, დაეუფლონ იმ საკითხებსა და მოვლენებს,რათა ეზიარონ დიდ ბედნიერებას, რასაც გონიერება, ბეჯითობა და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარული ჰქვია.

განსაკუთრებით კი დედობრივი სიყვარულით,სითბოთი და ცოტათი ცრემლ მორეული სიხარულით ბარბარე ჯინჭარაძეს და დავით სერებრიაკოვს დიდი წარმატებები უსურვა კლასის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია კუტალაძემ. თანაც დასძინა ის ოთხი წელი, რომელიც ერთად გაატარეს სწავლასა და ცოდნის მიღებაში დაეფასებინოთ და სასახელო ყოფილიყოს, ასეთი კარგი მოსწავლეების აღზრდაში“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება