სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში ორი სამოქალაქო კლუბი შეიქმნა და მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა
28-05-2021
-
+


„SHE's GREAT!“ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებში, სკოლაში ორი სამოქალაქო კლუბი შეიქმნა და პირველი ტრენინგი ჩატარდა.

პირველი კლუბის ფასილიტატორია: გვანცა დავითელაშვილი, მეორე კლუბის კი თემურ სუყაშვილი. 

პროგრამის მიზანია: გარდაქმნას არსებული გენდერული სტერეოტიპები, ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების შექმნას, ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტი ხორციელდება (GCSD ფარგლებში) სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად. პროექტის მეშვეობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები გაივლიან ტრენინგებს გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მიიღებენ მონაწილეობას „გენდერი და ჩემი თემის (CMC) კლუბებში, ასევე ექნებათ საშუალება აითვისონ ტექნიკური უნარები STEM-ის საგნებში ( მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, დიზაინი და მათემატიკა), იმუშაონ ჯგუფურად, გაიღრმავონ და შეიძინონ სხვადასხვა უნარი. 

პროექტი გაგრძელდება 2022 წლის თებერვლამდე, დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები დაწერენ პროექტს თემში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, იმსჯელებენ გამოსავლის გზებზე, აიმაღლებენ ცნობიერებას გენდერთან დაკავშირებით, მოეწყობა ფესტივალი, მონაწილე 5 სკოლის ჩართულობით, გადაეცემათ სერთიფიკატები.  ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელში მონაწილეობა და ჩართულობა გვაძლევს ინტეგრაციის, გამოცდილების გაზიარების საშუალებას. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 14 მაისს, სკოლის მეშვიდე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა:

„პირველი ტრენინგის ჩატარების შემდეგ სასკოლო ცხოვრება საგრძნობლად გამოცოცხლდა, მეტი სიხალისე შეეტყოთ მოსწავლეებს,  შეექმნათ  უკეთესის მოლოდინი , აუმაღლდათ მოტივაცია, თავდაჯერებულობის განცდა, ტრენერებთან აქტიური კომუნიკაცია შედგა. ტრენერები ცდილობენ მოსწავლეებს თავისუფალი, ატმოსფერო შეუქმნან, სადაც არავის აზრი არ იზღუდება, ყველა ბავშვი უნიკალურია  და ნებისმიერი აზრი მისაღებია. 

სკოლის დირექტორი, ქალბატონი ინგა მიქელაძე დაინტერესებულია სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით,  მოსწავლეთა განვითარებით,  მათი ცნობიერების ამაღლებით. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ცდილობს მოსწავლეებმა მეტ სოციალურ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა.

სამოქალაქო განათლება ეს არის საგანი, რომელიც ცოდნის ტრანსფერის საშუალებას გაძლევს და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვასწავლის. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

ბუნებრივი პირობების შენარჩუნება და დაცვა
დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება
საკუთარი შესაძლებლობების  და ინტერესების უწყვეტი განვითარება

ეს ღირებულებები მოსწავლეებს პრაქტიკაში გამოადგებათ, ისწავლიან პრობლემებზე მსჯელობას, ჩამოუყალიბდებათ ლიდერული უნარები და ა. შ“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება