| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექციამ კიდევ ერთი თაობა გააცილა სიყვარულითა და თბილი სიტყვებით. სკოლაში, ტრადიციის თანახმად, „ნატვრის ხე“ კურსდამთავრებულთა ფოტოებით მორთეს. ასევე გაიმართა მხიარული ღონისძიება, სადაც „მის“ და „მისტერ“ კურსდამთავრებულები გამოავლინეს.
„20 მაისს წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის ეზოში სიხარულის და სიყვარულის ზეიმი იყო. გავაცილეთ კიდევ ერთი თაობა. გზას დაგილოცავთ ჩვენო საყვარელო ბავშვებო!
ჩვენი ნატვრის ხე, ტრადიციულად, მოირთო კურსდამთავრებულთა ფოტოებით, სადაც ერთ მხარეზე პირველი კლასის ფოტოა, მეორეზე კი მე-12 კლასის.
ჩვენი სკოლის ტრადიციის მიხედვით, ჩატარებული ფარული კენჭისყრით, დემოკრატიულობის სრული დაცვით, მე-3 წელია კურსდამთავრებულთაგან ვირჩევთ მიმდინარე წლის „მის“ და „მისტერს“. „მის 2021“ გახდა მარიამ ვარდანიძე, ხოლო „მისტერ 2021“ - ალექსანდრე ბენიძე.
კიდევ ერთი ტრადიციის მიხედვით მე-12 კლასელები ხის ნერგს მოსავლელად უტოვებენ პირველკლასელებს. გავა დრო და ეს პატარები მოუვლიან ახალ ნერგს და 12 წლის შემდეგ ისინიც პატარებს სხვა ნორჩ ნერგს ჩააბარებენ. ასე მოსწავლეები ბუნების სიყვარულსაც მიეჩვევიან და ეზოც უფრო მეტად გამწვანდება.
უფალმა სწორი და ღირსეული გზებით გატაროთ ჩვენო ძვირფასო ბავშვებო!“- წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე