| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.
ბოლო ზარი გაისმა კურსდამთავრებულებისთვის თბილისის N96 საჯარო სკოლაშიც:
„...კიდევ ერთხელ დაირეკა ბოლო ზარი ჩვენს მშობლიურ N96 საჯარო სკოლაში....
...კიდევ ერთხელ ცრემლნარევი ღიმილით ვაცილებთ ჩვენს უსაყვარლეს მეთორმეტეკლასელებს...
გვიხარია, გვეამაყება, ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს ხელში დაფრთიანდით, რომ სულ ნამცეცა წილი მაინც მიგვიძღვის თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ამავდროულად გვწყინს, ძალიან გვწყინს რომ გვტოვებთ...
მშვიდობას გისურვებთ ბავშვებო, წინსვლასა და წარმატებას... გვიყვარხართ...“ - ასე დაემშვიდობა სასკოლო საზოგადოება მეთორმეტეკლასელებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“