| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობა. სკოლის დირექტორმა ლულა ხვიჩავამ მოსწავლეეს სკოლის წარმატებით დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.
„კიდევ ერთი გამოშვება... კიდევ ერთი დაფრთიანებული კლასი: დიმიტრი გაბუნია, ანანო ხარებავა,მარიამ ზუმაძე, დათო შეველი, მარიამ ძიმცეიშვილი, სესილი სოსელია და ქრისტინა პაპასკირი.
გილოცავთ, ჩემო კარგებო თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ლამაზი და მრავალფეროვანი იყო თქვენთან გატარებული 12 წელიწადი, რომელიც ტკბილ მოგონებად დაგვრჩება. ჩვენ შევძელით ერთად გავმკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა ამ წლებს. ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება: ახალი ურთიერთობებით, მეგობრებით, ახალი პერსპექტივებით.
წინ შეუცნობელი და საინტერესო სამყარო გელით, მეტი პასუხისმგებლობები დაგეკისრებათ. გვჯერა და გვწამს, რომ თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
მინდა გისურვოთ წარმატებები, რწმენითა და სიყვარულით გევლოთ ცხოვრების გზაზე და მუდამ გახსოვდეთ მშობლიური სკოლა“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“