სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სამედიცინო კაბინეტი უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“ - ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
19-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის  საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ მიქელაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

 - სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, ჩემი აზრით, დიდ დახმარებას გაუწევს სკოლებს. მეტი ინფორმაცია გვექნება თითოეული მოსწავლის ოჯახური მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ და ერთად უფრო მარტივად გავუმკლავდებით ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც დღეს დგას საზოგადოებისა და ოჯახების წინაშე.
           
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

 - სკოლაში აუცილებლად უნდა არსებობდეს სამედიცინო კაბინეტი, აუცილებელია სკოლას ჰყავდეს მედიცინის მუშაკი. ეს საკითხი, დღევანდელი მსოფლიო პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო აქტუალური გახდა და უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
        
- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

 - ეს ცვლილება არის სკოლისთვის ერთგვარი საშუალება, აუმაღლოს მშობელსა და მოსწავლეს პასუხისმგებლობა სასწავლო პროცესის მიმართ. 

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

 - საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა ცხადია, რომ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ონლაინსწავლება და ამ სწავლებისთვის აუცილებელი საშუალებები. 
         
- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

 - მარტივად რომ ვთქვათ, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო მოსწავლეებთან სამუშაოდ, რათა გაიგოს თითოეული ბავშვის  საჭიროებები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება