სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მინიმუმ რამდენი სიტყვა უნდა დავწეროთ არგუმენტირებულ ესეში - ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელის რჩევები აბიტურიენტებს
29-04-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე აბიტურიენტებს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხობს.

ნახეთ, რამდენ სიტყვიანი უნდა იყოს არგუმენტირებული ესე, მნიშვნელოვანია თუ არა კალიგრაფია და რას უფრო დიდი ყურადღება ექცევა გრამატიკას თუ ლიტერატურას. 

1. წელს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს თუ შეეხება სიახლე და რაზე გავამახვილოთ ყურადღება?
 
- არც ქართული ენისა და ლიტერატურის და არც არჩევითი საგნის - ლიტერატურის ტესტში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულს „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის“. ამ კრებულში დეტალურადაა მოცემული გამოსაცდელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია. აბიტურიენტებს ვურჩევდი, ყურადღებით გაეცნონ მას. მნიშვნელოვანია  გაითვალისწინოთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, ამიტომ გამოცდაზე დრო ისე უნდა გაანაწილოთ, რომ თითოეული დავალების გადასატანად საკმარისი იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დავალება საგანგებოდ მისთვის გამოყოფილ ადგილას იყოს გადატანილი. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს, აბიტურიენტმა გამოცდაზე შემოთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი და ამ ტექსტის ანალიზი უნდა დაწეროს.  ხშირად აბიტურიენტები ვერ იღებენ სათანადო შეფასებას იმის გამო, რომ გულდასმით არ ეცნობიან ინსტრუქციებს. პირობის ზედმიწევნით დაცვა კი უმნიშვნელოვანესია თქვენთვის სასურველი შეფასების მიღებისათვის.
 
2. რა შემთხვევაში ფასდება ნაშრომი ნული ქულით?

- სხვადასხვა დავალების შეფასებისათვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. ამ კრიტერიუმებით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში იწერება 0 როგორც ცალკეული კომპონენტის, ისე მთელი ნაშრომის შეფასებისას. გარდა კრიტერიუმებისა, როგორც ტესტის, ასევე ცალკეულ დავალებათა ინსტრუქციებში მითითებულია ის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის დავალება ფასდება ნული ქულით. ასე მაგალითად, ნაშრომში დაუშვებელია აბიტურიენტის სახელისა და გვარის ან იდენტიფიკაციის სხვა საშუალების მითითება. ის დავალება, რომელშიც ამგვარი მითითება იქნება, შეფასდება ნული ქულით.
 
3. მხატვრული ტექსტის ანალიზში პროგრამიდან მოვა ტექსტები თუ არა და ისევ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება?

- თქვენ უნდა აირჩიოთ პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს შორის ერთ-ერთი და მასზე იმუშაოთ. ამავე დროს შემოთავაზებული ტექსტებიდან ერთი იქნება საგამოცდო პროგრამაში მითითებული,  მეორე – არასაპროგრამო.
 
4. რამდენადაა შესაძლებელი, რომ გამსწორებელმა სუბიექტურად შესაფასოს ნაშრომი?

- სუბიექტურობის თავიდან ასაცილებლად თითოეული დავალება სწორდება ამ კონკრეტული დავალების შეფასებისათვის შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. გამსწორებლები საგანგებოდ არიან მომზადებული, რომ რაც შეიძლება თანამიმდევრულად დაიცვან კრიტერიუმების მოთხოვნები. ერთ დავალებას ასწორებს მინიმუმ ორი გამსწორებელი, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აფასებენ ნაშრომს და თუ მათი შეფასება არ დაემთხვა ერთმანეთს თუნდაც ერთი ქულით, ნამუშევარი მიდის მესამე გამსწორებელთან და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
 
5. ბარიერთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტს ზღარი გადალახულად ეთვლება თუ ის დააგროვებს  მაქსილმალური ქულის (70) 25 %-ზე მეტს. თუმცა ზოგიერთ პროგრამაზე ზღვარი გაზრდილია და პროგრამის არჩევის დროს ამ დეტალს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
 
6. გრამატიკას უფრო მეტი ყურადღება ექცევა თუ ლიტერატურის ცოდნას?

- ჩვენი ტესტური დავალებები არ ამოწმებს გრამატიკის თეორიულ საკითხებს, მაგრამ სამივე დავალების შეფასებისას გათვალისწინებულია ქართული სალიტერატური ენის ნორმებისა და მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარი. რაც შეეხება ლიტერატურის ცოდნას, მხატვრული ტექსტის გააზრების უნარს, საგანგებოდ ის მოწმდება მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასებისას, თუმცა ლიტერატურის ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია არგუმენტირებული ესეს დავალების კარგად შესასრულებლად.
 
7. არგუმენტირებული ესე რამდენი სიტყვისგან უნდა იყოს შემდგარი, რას გვირჩევთ?

- როგორც ამ დავალებების ინსტრუქციებშია მითითებული, ჩვენ ვზღუდავთ მხოლოდ მინიმალურ რაოდენობას, კერძოდ, თუ თქვენი ნამუშევარი, როგორც არგუმენტირებული ესე, ისე მხატვრული ტექსტის ანალიზი, 120 სიტყვაზე ნაკლებია, ნამუშევრის ენობრივი მხარე არ შეფასდება და ბოლო სამი კრიტერიუმით დაიწერება ნული ქულა. რაც შეეხება მაქსიმალურ რაოდენობას, ნაშრომი არ უნდა სცდებოდეს პასუხების ფურცელში ამ კონკრეტული დავალებისათვის გამოყოფილი ადგილის საზღვრებს.
 
8. ქართულის ტესტის რედაქტირებაში რამდენი შეცდომა უნდა იპოვოს აბიტურიენტმა და რამდენ ქულიანია ეს დავალება? 

- ამ დავალების მაქსიმალური შეფასებაა 16 ქულა. აბიტურიენტმა ყველა შეცდომა და ხარვეზი იპოვოს და გაასწოროს. ამ შემთხვევაში მიიღებს მაქსიმალურ - 16 ქულას, ყოველ ცალკეულ შეცდომაში კი დააკლდება თითო ქულა. 
 
9. კალიგრაფიას თუ ექცევა ყურადღება?

- აბიტურიენტის ნაშრომის შეფასებისას კალიგრაფიას საგანგებო ყურადღება არ ექცევა, თუმცა ის ნაშრომი ან ნაშრომის ის მონაკვეთი, რომლის წაკითხვაც გაურკვეველი ხელწერის გამო გაძნელდება, არ შეფასდება.
 
10. არგუმენტირებული ესე შეიძლება თუ არა დავიწყო დასკვნით და შემდეგ მოვიყავანო არგუმენტები, ამის ამო ქულა ხომ არ დაგვაკლდება?

- დიახ, შეგიძლიათ ასეც ააგოთ ტექსტი, რაც ცხადია შეფასებაზე არანაირად არ იმოქმედებს.
 
11. არგუმენტირებულ ესეში შესაძლებელია თუ არა ნაწილობრივ დავეთანხმო და ნაწილობრივ არა?

- ჩვენ ვცდილობთ სამსჯელოდ ისეთი პრობლემები შემოგვთავაზოთ, რომელთა შესახებაც საზოგადოებაში ცალსახა, ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს, ამდენად, განსახილველი საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩვენება მეტ დამაჯერებლობას შესძენს თქვენს ნაშრომს.  

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება