სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“ - ემოციური ღონისძიება გეზათის საჯარო სკოლაში
19-04-2021
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.

„დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“ - აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში 14 აპრილს ღონისძიება ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი სახელმწიფო ენის კათედრის თავჯდომარე - ქეთევან ვეკუა გახლდათ. აქტიურად ჩაერთნენ I-IX კლასის მოსწავლეები და კლასის დამრიგებლები: ზაირა რევაზიშვილი, სოფიო ჯიბლაძე, ირმა ჯიბლაძე, ლოლა ქურასბედიანი, მაია ხომერიკი, ირმა ჭანტურია, ქეთევან ვეკუა, ელიკო შუბლაძე, იზაბელა გაბუნია.

ღონისძიება მოეწყო სადამრიგებლო საათის ფარგლებში. მოსწავლეებმა თავიანთ საკლასო სივრცეში წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და ინფორმაციები დედაენის შესახებ. ღონისძიებას კი წინ უძღვოდა კალიგრაფთა კონკურსი - „ძლევაი საკვირველი“, რომელიც მიეძღვნა დიდგორის ომიდან 900 წელს. მოსწავლეებმა გადაწერეს ნაწყვეტები ცნობილი ისტორიკოსების ნარკვევებიდან. საუკეთესო ნამუშევრები კი სკოლის დერეფანში გამოიფინა.

გამოიცა კედლის გაზეთი - „ენა ქართული დედა ჩვენი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენის მასწავლებელი ნინო მიქაუტაძე. ხოლო გაზეთის ესთეტიკურ მხარეზე იზრუნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - სოფიო ჯიბლაძემ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა რეგულაციების სრული დაცვით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება