| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„კინო და მუსიკა“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის VI კლასში პროექტი განხორციელდა. მოსწავლეებმა მუსიკის საგანში შეისწავლეს აღნიშნული თემა და პროექტისათვის შეარჩიეს მასალა „რატომ უნდა ვუყუროთ კარგ ფილმს?“. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობაში და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
„მოსწავლეები გაეცნენ კინოს ისტორიას, ესთეტიკას, მის როლსა და დანიშნულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ მიერ ნახული ფილმებიდან გამოარჩიეს საყვარელი ახლობელი ფილმები და გააკეთეს პროექტი.
ეს ფილმები წარადგინეს გაკვეთილზე პრეზენტაციისა და ჩვენების ფორმატში. მოსწავლეებს ჰქონდათ შერჩეული სხვადასხვა ჟანრის ფილმები: მხატვრული, ანიმაციური. ეს ფილმები გამოირჩეოდნენ სხვადასხვა შინაარსითა და იდეურ მხატვრული სულისკვეთებით: სათავგადასავლო, იგავ-ზღაპარი, სოციალური, დრამატული და კომედიური ჟანრის.
გაანალიზეს მათში არსებული პრობლემური მხარეები და მათი გადაჭრის გზები.
აღნიშნეს მუსიკის როლი და მნიშვნელობა, რომელიც განსაკუთრებით ეხმარება მოქმედი გმირების სახეების, ხასიათის და გრძნობების აღქმას. აკეთილშობილებს ფილმს და მაყურებელში იწვევს ნაყოფიერ, ემოციურ ზემოქმედებას.
მოსწავლეებმა აიღეს ინტერვიუ ერთმანეთისაგან და გამართეს დისკუსია, მსჯელობა ფილმების გარშემო.
პროექტში ჩართული ყველა მოსწავლე გამოირჩეოდა დიდი ინტერესით, ხალისით და ემოციურობით“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში