სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„13 მარტის დილა“​ - იფარის საჯარო სკოლის მოსწავლის, მიხეილ ხვისტანის ნაშრომი ესეების კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდა
16-04-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ესეების კონკურსში საუკეთესო ათეულში გავიდა. 

„გასულ წელს იყო ყველასათვის საყვარელი ქართველი მეფის, პატარა კახის საიუბილეო თარიღი - 300 წელი შეუსრულდა მას დაბადებიდან.

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან სკოლებს დაეგზავნათ საარქივო-დოკუმენტური მასალა, (პირველწყარო), რომლის საფუძველზეც მათ მიეცათ ერთობ საპატიო დავალება, უფროსკლასელებს მონაწილეობა მიეღოთ ესეების კონკურსში, ხოლო უმცროსებს მიელოცათ მეფისთვის.

იფარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, მიხეილ ხვისტანმა თავისი ისტორიის მასწავლებლის, ირმა ივანიაძის ხელმძღვანელობით დაწერა ესსე - „13 მარტის დილა“. ნაშრომი მოხვდა საუკეთესო ათეულში. ნოემბრის თვეში მოსწავლეს უნდა მიეღო სიგელი, მაგრამ აღნიშნულ ჯილდოს დააგვიანდა და მაშინ, როცა მას საერთოდ არ ველოდით, 13 აპრილის დილას, საქართველოს ფოსტამ მოგვართვა არა მხოლოდ სიგელი, არამედ სხვა საჩუქრებიც: არაჩვეულებრივი წიგნი „ძველი აღთქმის მინიატიურები ქართულ ხელნაწერებში“, ვახუშტის მიერ შედგენილი ევროპის მე-18 საუკუნის რუკა თავისი ფაზლით, წიგნაკი საწერკალმით, თვით სიგელი მიხეილ ხვისტანის სახელზე და ამ ყველაფრის მოსათავსებელი მშვენიერი ჩანთაც. 

გულწრფელად გაგვიხარდა მოულოდნელი ნობათი ყველას. უღრმესი მადლობა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, მიხეილ ხვისტანს.

მადლობა ყველა იმ პირს, ვისაც ამ საქმეში თავისი წილი მისია ეკისრებოდა, დაწყებული ღონისძიების იდეის ავტორიდან და დამკვეთ-შემსრულებლებიდან, დამთავრებული თუნდაც იგივე საქართველოს ფოსტით და სხვ. 

ამ შემთხვევაში გულითად მადლობას ვუხდით, რა თქმა უნდა, საკუთრივ ეტალონსაც, რომელიც მუდმივად დაუზარებლად აშუქებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეებში მიმდინარე ძველ თუ ახალ ამბებს.

გისურვებთ წარმატებებს ყველას, ვინც ემსახურებით ამგვარ კეთილ საქმეებს ჩვენი მომავალი თაობების აღზრადიში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება