სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სისხლით მოპოვებული თავისუფლება“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში 9 აპრილს კვირეული მიუძღვნეს
13-04-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში 4 აპრილიდან მიმდინარეობს კვირეული: „სისხლით მოპოვებული თავისუფლება“, რომელიც 9 აპრილის ტკივილიან დღეს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აღდგენას ეძღვნება.

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კლასებში მიმდინარეობს თემატური გამოფენები, კლასის საათები,  პრეზენტაციები და სხვა აქტივობები.

მე-6 კლასშიც ჩვენი საქართველოს გაკვეთილი მიეძღვნა ამ ტკივილითა და სიამაყით სავსე დღეს.

ისტორიის მასწავლებელმა მაია ქობულიამ მოსწავლეებს ესაუბრა 9 აპრილის დღის მნიშვნელობაზე, მოკლედ შეახსენა მოსწავლეებს ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

შემდეგ მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნეს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციები, პატივი მიაგეს ეროვნულ გმირებს, წაიკითხეს ლექსი: „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, ნახეს 9 აპრილის კადრები და სხვა. (მასწავლებელი მაია ქობულია).

მე-6 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით ნახატები და ტიტები შექმნეს. (ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე).

მე-7  და მე-11 კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი, დახატეს ნახატები, მოამზადეს გაზეთი პრეზენტაციები, იმღერეს ამ დღის „ლაიტთემად“ ქცეული სიმღერა „დაუკარით“, რომელიც შეასრულა დიანა ონიანმა.

სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირები.

(მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი, ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე, მე11 კლასის ხელმძღვანელი ფატი თუთბერიძე, ინგლისურის პედაგოგი ნინო გიორხელიძე).

„ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ზურა ჯოხაძემ პატივი მიაგო ეროვნული მოძრაობის ლიდერს, დიდ მერაბ კოსტავას.

საინტერესო ღონისძიება, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა, მოამზადეს მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის იამზე ხაჭაპურიძის ხელმძღვანელობით.

ეს შეხვედრა ნამდვილად გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით.

მასწავლებელმა ესაუბრა მოსწავლეებს 9 აპრილის შესახებ, უჩვენა დოკუმენტური კადრები, რომელიც ასახავდა ტრაგიკულ მოვლენებს და რომელიც განვითარდა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სლოგანები, გაზეთები, ნახატები, პლაკატები... მათი თვალით დანახული დღე ტკივილისა და დღე სიამაყისა.

გვჯერა, მომავალი თაობები ღირსეულად გააგრძელებენ საქართველოს ისტორიას“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება