სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N198 სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი
07-04-2021
-
+


თბილისის №198  საჯარო სკოლა წარმოადგენს რესურს სკოლას, სადაც 209 სსსმ მოსწავლე სწავლობს. Сovid - 19 პანდემიის სწავლების პირობებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლა ზედმიწევნით იცავს  შესაბამის რეკომენდაციებს. სკოლაში სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული გარემოა.

„სკოლის მოსწავლეთა, მშობელთა 75 %-მა  არჩევანი დასწრებით სწავლების სასარგებლოდ გააკეთა. 198-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით, შენობაში მოწყობილია რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი და საიზოლაციო სივრცე. გარდა ამისა, სსსმ მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით, ადგილზე მუშაობენ მასწავლებლების ასისტენტები და პერსონალური ასისტენტები, რომლებიც მოსწავლეებს სასკოლო გარემოში ჰიგიენის ნორმების დაცვის მიმართულებით  დახმარებას უწევენ.
•    ყველა მოსწავლეს რესურს ოთახში ცალკე - ინდივიდუალური კონტეინერი აქვს გამოყოფილი მისთვის განკუთვნილი რესურსი - განსავითარებელი დამხმარე მასალებისა და სხვა თვალსაჩინოების სახით. 
•    სასადილოში ფუნქციონირებს სენსორული ონკანები, რომლებიც კოვიდ პრევენციის დამხმარე ეფექტური საშუალებაა.
•    მოსწავლეებისთვის  სპეციალისტებისა და სკოლის კათედრის წევრების თანამონაწილეობით შეიქმნა და დარიგდა კომპლექსური დავალებების ფორმატით შედგენილი  ფერადი, ლამინირებული   სამუშაო ალბომები.
•    სასადილოში ინდივიდუალურ მაგიდასთან მიირთმევს  სპეციალური  განრიგით ყველა სსსმ მოსწავლე სამკომპონენტიან სადილს.
•    ინდივიდუალური გრაფიკები გამოკრულია ყველა დამატებითი სერვისების კაბინეტების კარების წინ. 
•    ადაპტირებული საინფორმაციო  პოსტერები ეხმარება  აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებს ჰიგიენური რეკომენდაციების შესრულებაში! 
განახლებული  სსსმ მოსწავლეებზე ორიენტირებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით წარმართვაში“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის თეონა ყაჭეიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება