სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აცრის გაკეთება კიდევ უფრო მეტ მასწავლებელს შეეძლება - საკოორდინაციო საბჭომ ასაკობრივი ზღვარი დაწია
31-03-2021
-
+


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება 5 აპრილიდან 55 წლის ზემოთ მყოფ პირებსაც შეეძლებათ - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ასევე შეეძლებათ დიალიზზე მყოფი პაციენტებს და ორგანოგადანერგილი ადამიანებსაც. ე.წ. დანაკარგი დოზებით კი პოლიციის და ჯარის წარმომადგენლები აიცრებიან, ისინი „სათადარიგო სიაში“ იქნებიან.

იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციას დაქვემდებარებულ პირთა ასაკმა დაიწია, ვაქცინის გაკეთება კიდევ უფრო მეტ პედაგოგს შეეძლება. ეს ციფრებში კი ასე გამოიყურება: საჯარო და კერძო სკოლებში 55 წლის ზემოთ 17 ათასზე მეტი პედაგოგი მუშაობს. გამოდის, რომ აცრაზე არჩევანის გაკეთება პირველ რიგში, ამ რაოდენობის მასწავლებელს შეეძლება.  ამასთან ვაქცინაცია მეორე და მესამე ფაზაში ბაღებისა და სკოლის მასწავლებლებსაც შეეხებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული ჯგუფების ამოქმედების შემდეგ, აცრა სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს შეეხება. 

აქვე განგიმარტავთ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია გაიკეთებთ თუ არა აცრას და რომელი კომპანიის ვაქცინას მიანიჭებთ უპირატესობას. ამ დროისთვის ქვეყანაში ორი ფირმის ვაქცინაა შემოტანილი -  „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“.

იხილეთ ასევე: პედაგოგები, რომლებსაც კოვიდზე აცრა არ მოუწევთ - ვის არ შეეხება ვაქცინაცია?

პედაგოგთა რომელი კატეგორია აიცრება პირველ რიგში? - მასწავლებლების ვაქცინაციის შესახებ ამირან გამყრელიძის განმარტება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება