სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფმა ირინე კუჭავას ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა
22-03-2021
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში, ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ირინე კუჭავას მიერ მე-9 კლასში ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.

სკოლის ინფორმაციით, გაკვეთილის თემას წარმოადგენდა „პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა“ ნაწარმოებების - „თოლია ჯონათან ლივინგსტონისა“ და „ცასწავალას“ მიხედვით.

„მოსწავლეებმა შეძლეს, ნაწარმოებში დასმული პრობლემის შესახებ ამომწურავად ესაუბრათ. გამოხატეს თავიანთი პიროვნული დამოკიდებულება მთავარი პერსონაჟების მიმართ. იმსჯელეს მნიშვნელოვან ფრაზებზე და შეძლეს მათი მნიშვნელობის არგუმენტირება.

ბავშვებმა ღიად და თავისუფლად ისაუბრეს თავიანთ მიზნებზე, ოცნებებსა და მისწრაფებებზე. გაიხსენეს თემასთან დაკავშირებული ისტორიები და დაუკავშირეს ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მათი აზრით, სწრაფვა ცოდნისკენ, შემეცნებისკენ უსაზრვროა და დაბრკოლებებით სავსე. ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა. „ვინც შემეცნებისთვის იღწვის, წინ ვერაფერი დაუდგება“.

გაკვეთილის შემდეგ, ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგს შორის შედგა შეხვედრა. მასწავლებელმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ, ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან მიიღო განმავითარებელი უკუკავშირი“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება