სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებლებს უნდა განესაზღვროთ სკოლაში ყოფნის დამატებითი დრო...“ - მასწავლებელთა სქემის რომელი პუნქტები შეიძლება შეიცვალოს
20-03-2021
-
+


მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში, შესაძლოა, რიგი ცვლილებები შევიდეს. ამის შესახებ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის დამფუძნებელმა ელზა ბადაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში დააანონსა. როგორც ბადაშვილი წერს, მასწავლებლის სახლის დირექტორს შეხვდა და გარკვეულ პუნქტებზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

მეგობრებო, შეხვედრა მქონდა მასწავლებლის სახლში ბერიკა შუკაკიძესთან,  ხათუნა ბარაბაძესთან და მანანა რატიანთან. ვისაუბრეთ რა თქმა უნდა სქემაზე, ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე.

რაც მთავარია შევთანხმდით, რომ მასწავლებლის არსებულ სქემაში, მე-4 მუხლის ,პუნქტი 1, ე-ქვეპუნქტში მოთხოვნილი სავალდებულო ტრენინგები (20-12-6) არ არის რეალობას მორგებული, მასწავლებელმა უნდა აირჩიოს ტრენინგის კურსი არა საათების რაოდენობით არამედ, თემატიკის მიხედვით. ასევე არ არის სავალდებულო ყველა მასწავლებელმა გაიაროს ტრენინგი, ხომ არის შესაძლებელი გაიაროს ერთმა და შემდეგ თავის კოლეგებს გაუზიაროს (ურთიერთთანამშრომლობა).

ამავე მუხლის მე-3 პუნქტში, სადაც საუბარია 3-2-1- გაკვეთილზე დაკვირვების შესახებ დირექტორის/ხარისხის ჯგუფის მიერ, აქაც გვაქვს ერთი პოზიცია, რომ მასწავლებლის მუშაობის შეფასება, დირექტორის ვალდებულებაა და ეს მოთხოვნა პირდაპირ დირექტორის ფუნქციებში შეჭრაა. დირექტორის გადასაწყვეტია, როგორ დაგეგმავს თავის საქმიანობას, როგორ, რა ხერხებით და მეთოდებით შეაფასებს მასწავლებელს.

ასევე შევთანხმდით, რომ რადგან კერძო სკოლები არის შპს, შესაბამისად - ბიზნესი, საერთოდ უნდა შეეშვან. კერძო სკოლის დირექტორს სულ არ აინტერესებს მასწავლებლის სტატუსი, მათ სხვა შეფასების კრიტერიუმები აქვთ. უბრალოდ რომ არ დაირღვეს მასწავლებლის უფლება, კერძო სკოლის მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება დამოუკიდებლად ჩაერთოს სქემაში სურვილის შემთხვევაში. კერძო სკოლას ამის ვალდებულება არ უნდა ქონდეს.

სქემა ისედაც ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, წინსვლის გამოცდა 2022 წელსაა დაგეგმილი და ეს აქტივობებიც, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ ვერც მოესწრება, იმიტომ, რომ სკოლების უმრავლესობამ ახლა დაიწყო ხარისხის ჯგუფების შექმნა.

ასევე შევთანხმდით რომ მასწავლებელები და არც დირექტორები არ იყვნენ ინფორმირებულები, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ისინი ამბობენ, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

ასევე როდესაც მასწავლებლებმა დაიწყეს წინსვლაზე ფიქრი (წამყვანი-მენტორი) არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გაკვეთილების ჩატარების გარდა მათ ევალებოდათ სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნები. და როდესაც მოგვიანებით გაიგეს, ამან გამოიწვია მათი სამართლიანი უკმაყოფილება. ბევრმა აღნიშნა რომ ეს რომ სცოდნოდათ, ამდენს სტატუსის ამაღლებაზე არ იწვალებდნენ.

ვისაუბრეთ ასევე მასწავლებლების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაზე მაგ. როდესაც მასწავლებელი ასწავლიდა სკოლაში, მას უნდა ჩაებარებია 2 გამოცდა(საგანი/უნარები). წავიდა სკოლიდან, შემოვიდა რაღაც დროის შემდეგ და მხოლოდ საგნის გამოცდით მიანიჭეს უფროსის სატატუსი.ანუ სკოლაში რომ დარჩენილიყო - დარჩებოდა უმუშევარი.

მასწავლებლის სახლი ახლა მუშაობას იწყებს ახალ დოკუმენტზე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“, სქემა და სტანდარტი აღარ იქნება ცალკე, იქნება ერთიანი დოკუმენტი, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ჩაერთოს.

იმედია ახალი დოკუმენტი შეძლებს იმ უსამართლობის აღმოფხვრას რაც დღეს მოქმედებაშია... მაგ. 1-4-7- კრაედიტიანი წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, ჩემი აზრით, უნდა ჩაიდოს რომ მათაც გადააბარონ საგანი, და ასევე მკაცრად განემარტოთ რას ნიშნავს დამატებითი საქმიანობა...

მასწავლებლების სამუშაო დრო არ უნდა იყოს მიბმული მხოლოდ საათებზე, იმისათვის რომ მასწავლებლებმა იმუშაონ დამატებით პროექტებზე, მოსწავლეებთან თუ ერთმანეთთან, უნდა განესაზღვროთ სკოლაში ყოფნის დამატებითი დრო...

და ბოლოს, სკოლას უნდა ყავდეს დირექტორი-საგანმანათლებლო ლიდერი, რომელსაც მასწავლებლები ენდობიან და მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარებათ. მაგ. როდესაც სკოლას ჰყავს დირექტორი, რომელმაც საგანში მიიღო 1 კრედიტი და დამატებითი საქმიანობებით მიაღწია წამყვანის სტატუსს, მაპატიეთ მაგრამ ასეთ დირექტორს ნდობა არ ექნება მასწავლებლებში და არც მის გაკვეთილზე დასწრებას და შეფასებას არ ექნება ფასი...

ამიტომ იმისათვის რომ მივაღწიოთ სკოლების ნორმალურ მუშაობას, და ასევე იმას რომ სკოლამ საზოგადოებაში დაიმსახუროს ნდაობა, საჭიროა 2000 კარგი დირექტორის მომზადება,რაც უფრო რეალურია ვიდრე 60 000 მასწავლებლის ტრენინგები, რომელში მიღებული ცოდნაც მოსწავლემდე ან დადის ან არა. და კიდევ ბევრი პრობლემაა რომელიც თუ ჩაგვრთავენ ახალი დოკუმენტის შექმნის პროცესში, ამოვაგდებთ...

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებებით და უსურვებს მათ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება