სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არ მიხარია იმ პედაგოგის „წარმატება“, რომლის მოსწავლესაც არ აქვს მიღებული ზოგადი განათლება“ - მასწავლებლის მიმართვა კოლეგებს
18-03-2021
-
+


ბოლო პერიოდში, მასწავლებლებს შორის საკმაოდ გააქტიურდა საუბრები მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემის ირგვლივ. არის აზრთა სხვადასხვაობა და მეტიც - ნაწილი მიიჩნევს, რომ სქემა უნდა შეიცვალოს, რადგან სტატუსზე ორიენტირებული პედაგოგები, სამწუხაროდ, მოსწავლეებს ივიწყებენ. Etaloni.ge გთავაზობთ მასწავლებლის - ნინო ფიროსმანაშვილის პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გასაგებია ეს ყველაფერი და გეთანხმებით, მაგრამ... აქ არის ერთი კი არა, მრავალი „მაგრამ“:

 1. ის, რომ ხშირად მხოლოდ შრომა არ ნიშნავს, რომ იცი!

2. ის, რომ პედაგოგმა აუცილებლად საკუთარი საგანი უნდა იცოდეს! P.S. შემედავეთ, თუ ასე არ ფიქრობთ!

3. ის, რომ პედაგოგი უნდა იყოს პროფესიონალი საგანშიც და პედაგოგობაში - ანუ უნდა იცოდეს საგანი და უყვარდეს მოსწავლე და მასთან მუშაობა!

4. ის, რომ ღიად ვისაუბროთ - ვასწავლი ფიზიკას და შევდივარ მაღალ კლასებში - გამართულად კითხვა უჭირთ?! - არა! კი არ უჭირთ, ვერ კითხულობენ და ეს მხოლოდ მათი დანაშაული არ არის! დაწყებითი საფეხურიდან ვერ უნდა გადადიოდეს საბაზოზე მოსწავლე, ვისაც აქვს გამართულად კითხვისა და გამრავლების ტაბულის ცოდნის პრობლემა!

და ამით რა მსურს, ვთქვა? იქნებ, გადავხედოთ, რამდენმა არაპროფესიონალმა, მაგრამ საკუთარი სტატუსის ამაღლებაზე მშრომელმა მასწავლებელმა მხოლოდ სტატუსზე იშრომა! და აქვე ვისურვებ იმას, რომ სკოლებმა დანიშნონ გამოცდები, მინიმუმ, საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელი!

5. მიხარია კოლეგების წარმატება, მაგრამ არ ვთვლი წარმატებად, რადგან ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც პედაგოგი შეიძლება შემოწმდეს, არის მოსწავლის მიერ მიღებული განათლება! არ მიხარია იმ პედაგოგის „წარმატება“, რომლის მოსწავლესაც არ აქვს მიღებული ზოგადი განათლება, რაც ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა!

6. სკოლის სულს მხოლოდ მასწავლებელი არ ქმნის, მოსწავლეც იგულისხმება!

7. თუ ვინმეს სწყინს ან ახლა ეწყინება ჩემი პირდაპირი ნათქვამი, სულში ჩაიხედოს, როგორც სარკეში და ამ კითხვას უპასუხოს - რატომ იტანჯავენ თავს იმის კეთებით და „შრომით“ რაც არ იციან და რატომ ღუპავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს? აქვე დავძენ, არც ისაა საწყენი, აქ თუ ვინმე არასწორად დაწერილს, წინადადების ყველა სიტყვაში შეცდომა დაშვებულ პოსტს გაუკრიტიკებს - ეს შეურაცხყოფა არ არის! ეს მითითებაა იმის, თუ როგორი უნდა იყოს პედაგოგი!

8. დაბოლოს! ვისურვებდი, პედაგოგების უმრავლესობა საკუთარი საგნის ღრმად მცოდნე და განათლებული იყოს, უყვარდეს თავისი საქმე და მოსწავლე, თავდაუზოგავად შრომობდეს საკუთარ და მოსწავლის განათლებაზე, თორემ ფუჭად შრომა და დაინახეთ, რამდენი ვიწვალე მეც სტატუსისთვის, არც მოსწავლეს წაადგება, არც სკოლას, არც მოსწავლის ოჯახსა და საბოლოოდ არც ქვეყანას! უკაცრავად, მაპატიეთ, თუ ვინმეს გული გატკინეთ და შეურაცხყოფა მოგაყენეთ!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება