სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„1 წლის ბავშვი და პენსიონერი დედა მყავს, ფიქრობთ, ვირუსის გავრცელებას დავუშვებ?“ - N116 სკოლის დირექტორი მოსწავლის მშობლის ბრალდებას პასუხობს
16-03-2021
-
+


ჩემი შვილების სკოლაში დაფიქსირდა კოვიდ-ინფექციის 4 ახალი შემთხვევა. დღეს, სანამ გავუშვებდი სკოლაში, ყოველი შემთხვევისთვის გადავამოწმე და დავრეკე ადმინისტრაციაში, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ დეზინფექცია ნამდვილად ჩატარდა. სამწუხაროდ, შევცდი“, - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომლის ავტორიც თბილისის N116 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი გახლავთ.

ვითარებაში უკეთ გასარკვევად და დეტალების დასაზუსტებლად Etaloni.ge სკოლის დირექტორს, ნანა ღაჭავას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინფორმაცია - თითქოს სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები არ ტარდება - სიმართლეს არ შეესაბამება და ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა.

- ჩვენს სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა 5 პედაგოგს; არდადეგების პერიოდი იყო და შესაბამისად სკოლის არც ერთ წარმომადგენელთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ისედაც ყოველდღიურად, სველი წესით მუშავდება საკლასო ოთხები, დერეფნები; სადეზინფექციო ხსნარებით სკოლა მომარაგებულია; ვიცავთ ყველა რეგულაციას - პირბადე, თერმოსკრინინგი, სოციალური დისტანცია... სკოლა ჰიბრიდულ სწავლებაზეა, ახლაც 82 მოსწავლეა და ზოგადად, 150 ბავშვზე მეტი ერთ ცვლაში არ არის.

- სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა?

- გუშინ ბავშვებს თერმოსრკრინინგი ჩაუტარდათ, მაგრამ შუა საგაკვეთილო პროცესში ერთი ბავშვი ცუდად გახდა. სკოლას ჰყავს ექიმი, მოსწავლე სასწრაფოდ გადავიყვანეთ საიზოლაციო ოთახში, შევატყობინეთ მშობელს. წაიყვანა ბავშვი და ახლა ველით ტესტის პასუხს. სხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ? სკოლა იღებს ყველ ზომას, მაგრამ ვერ გავექცევით - ვირუსი ყველგანაა.

არდადეგებამდე კოვიდი ერთ კლასში დაფიქსირდა და ის კლასი მთლიანად გადასულია დისტანციურ სწავლებაზე, 17 მარტს კი სკოლას დაუბრუნდებიან. სხვა შემთხვევები არ გვქონია და როგორც კი გაციების სიმპტომს აღმოვუჩენთ, მაშინვე ვურეკავთ მშობელს. ახლაც საუბარია მეოთხეკლასელზე - ცუდია, დაბალ კლასებში პირბადე რომ არ უკეთიათ, თუმცა მშობელს რეკომენდაცია უკვე მივეცით, რომ ბავშვს კოვიდზე ტესტი უნდა ჩაუტარდეს.

- პოსტის ავტორი სიცრუეში გადანაშაულებთ, ქალბატონო ნანა. ამბობს, რომ სკოლაში დეზინფექცია არ ჩატარებულა.

- 1 წლის ბავშვი და პენსიონერი დედა მყავს, როგორ ფიქრობთ, მე არ მეშინია? ან ამ ვირუსის გავრცელებას დავუშვებ? ახლაც კი რესურსცენტრის თანამშრომლები ამოწმებენ სკოლას, როდესაც სკოლას დავუბრუნდით, სრულიად მოულოდნელად, განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე მოვიდა... ასე რომ, ნებისმიერ დროს ყველას შეუძლია მოვიდეს და ნახოს, რა მდგომარეობაშია  სკოლა... ხელშეკრულება გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან, თითო სართულზე თითო დამლაგებელი გვყავს, სველი წერტილების დასასუფთავებლად კიდევ ერთი კადრია და მეტი რა უნდა გააკეთოს სკოლამ?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება