სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ნიშანს ზოგან საერთოდ არ წერენ, ნაწილი კი 12 წლამდე მოსწავლის დავალებას არ აფასებს - როგორია შეფასების სისტემა მსოფლიოს სკოლებში
13-03-2021
-
+


განმსაზღვრელი თუ განმავითარებელი შეფასება - ამ საკითხზე ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის მსჯელობა და ახლა პლუს-მინუსების განხილვას არ დავიწყებთ, უბრალოდ მოგახსენებთ, შეფასების როგორი სისტემა მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში.

ფინეთის სკოლებში მოსწავლეები 12 წლამდე ნიშანს არ იღებენ; მასწავლებლები აკვირდებიან, როგორ ვითარდება თითოეული ბავშვი საკუთრი შესაძლებლობების ფარგლებში. ფინეთში ნიშანს მიიჩნევენ, როგორც წინააღმდეგობას ბავშვების განვითარების გზაზე. ამასთან ერთად, მშობლები წელიწადში ორჯერ იღებენ ინფორმაციას  შვილების სწავლის ხარისხის შესახებ.

შემდგომ მოსწავლეები 4-7 ქულიანი სისტემით ფასდებიან, 4-იანი კი სპეციალურადაა ყველაზე დაბალი შეფასება - ფინელები ფიქრობენ, 0-ის დაწერით ბავშვი არ უნდა დაამცირონ.

იაპონიაში მოსწავლეების შეფასების ტრადიციული სქემა არ მოქმედებს. მასწავლებლებიც მოსწავლეებს ნიშნებს არ უწერენ საშინაო დავალების შესრულებისთვის; თუ მოსწავლე დავალებას ასრულებს, მასწავლებელი წითელ წრით აღნიშნავს, ხოლო თუ დავალება არ შეუსრულებია, მაშინ ეს პუნქტი ღია რჩება და ბავშვმა იცის, დავალება აუცილებლად უნდა შეასრულოს.

ასეთი სისტემა იმისთვისაა, რომ მოსწავლეები ერთმანეთს კი არ შეადარონ, არამედ უკეთ აღწერონ მათი შესაძლებლობები, ცოდნა და აქტივობები.

ნორვეგიის სკოლებში მერვე კლასამდე არანაირი ნიშანი არ იწერება, მასწავლებლები კი აფასებენ მოსწავლეების გუნდურ მუშაობას, მსჯელობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს, უხსნიან, რომ პიროვნული განვითარება ხდება ადამიანებთან ურთიერთობით. მასწავლებლები არ საუბრობენ მოსწავლეთა შესაძლებლობებზე, არც საკუთარ აზრს აფიქსირებენ, მხოლოდ წელიწადში ერთხელ, სპეციალურად შერჩეულ დღეს მშობლებს შვილების შესახებ ესაუბრებიან.

საფრანგეთში შეფასების 20-ქულიანი სისტემა მოქმედებს; ეს ეხმარება მასწავლებელს, იყოს ნაკლებად მიკერძოებული და ბავშვი მეტი სიზუსტით შეაფასოს. თუმცა მოსწავლეები იშვიათად იღებენ 17 ქულაზე მეტს და ხუმროენ კიდეც - უმაღლესი შეფასების მიღება ღმერთს შეუძლია, ხოლო 19 ქულისა კი მხოლოდ მასწავლებელსო. ყოველ სემესტრის ბოლოს მშობლებს ეგზავნებათ ინფორმაცია ბავშვების აკადემიური მოსწრების შესახებ.

კანადაში ნიშანი არ იწერება დაფასთან მუშაობის ან საშინაო დავალების შესრულებისთვის. მასწავლებელი, უბრალოდ, ამოწმებს დავალებას და თითოეულ დეტალს მოსწავლესთან ერთად განიხილავს. მიიჩნევა, რომ ნიშნების არარსებობის გამო მოსწავლე არ ისტრესება და მუდმივად არ ფიქრობს იმაზე, ამა თუ იმ პასუხისთვის მასწავლებელი რა შეფასებას დაუწერს; სამაგიეროდ ორიენტირებულია განვითარებაზე და იცის, რომ ეს ყველაფერი მისი ცოდნის გაუმჯობესებისთვის კეთდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

ბავშვებმა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა აქტივობებში

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება