TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტები უნივერსიტეტებში დაბრუნებას ითხოვენ, უმაღლესი სასწავლებლები სრულად გახსნას არ გეგმავენ
11-03-2021
-
+


როგორც ცნობილია 15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ სწავლა დასწრებით რეჟიმში გააგრძელონ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეტების უმრავლესობა სწავლის სრულად აუდიტორიებში განახლებას არ გეგმავს. უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით სწავლას ირჩევენ, რაც სტუდენტთა დიდი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას სტუდენტები ამბობენ, უნივერსიტეტები საკმაოდ დიდ თანხებს ზოგავენ ონლაინ სწავლებით, თუმცა სტუდენტებისთვის არავითარი შეღავათი არ არის.

„როგორი გამართულიც არ უნდა იყოს უნივერსიტეტის მხრიდან დისტანციური სწავლება, ვერავინ იტყვის, რომ იგივე ხარისხით მიდის მეცადინეობები, როგორც დასწრებითი სწავლების პერიოდში. ასეა თუ ისე ხარვეზები მაინც ბევრია. თან როცა უნივერისტეტში ჩავაბარე, არავის უთქვამს რომ 2500 ლარი დისტანციური სწავლებაში უნდა გადამეხადა. შეღავათებიც, რომელიც სახელმწიფო გამოყო ძირითადად, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ეხება, სხვა სტუდენტებისთვის კი პრაქტიკულად არავითარი შეღავათი არ არის. ვფიქრობ, უსამართლობაა ასეთი მიდგომა. მიზეზი, რომ სტუდენტების დიდ ნაკადის მართვა არ შეუძლია უნივერსიტეტს ჩემთვის მიუღებელია“, - გვეუბნება ერთ-ერთი სტუდენტი.

„ჰიბრიდულ მოდელს ამბობენ უნივერსიტეტები, მაგრამ რეალურად სტუდენტების 70% ონლაინ სწავლებაზე რჩება. არ მგონია ეს ნორმალური იყოს. პანდემია გრძელდება და ჩვენი განათლების ხარისხი სულ უფრო მეტად ეცემა. უნივერსიტეტებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ისე დაარეგულირონ სასწავლო პროცესი, რომ სტუდენტებს ლექციაზე და სემინარზე დასწრება შეეძლოთ. სკოლის მოსწავლეები დადიან გაკვეთილებზე და ვფიქრობ, სტუდენტებსაც გვაქვს იმდენი შეგნება, რომ დისტანციაც დავიცვათ და ერთმანეთსაც გავუფრთხილდეთ. აბსურდული მიზეზებია“, - აღნიშნავს კიდევ ერთი სტუდენტი.

„ვფიქრობ, ჰიბრიდული მოდელის არჩევა ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, სტუდენტების ნაწილს სულად არ უნდა დასწრებით სწავლაზე გადასვლა. პირადად მეც ონლაინ სწავლება მირჩევნია ამ წლის ბოლომდე მაინც, რადგან ვმუშაობ და ონლაინ რეჟიმი ძალიან მოსახერხებელია. ვფიქრობ სტუდენტებს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ“, - განსხვავებული მოსაზრება აქვს ჩვენს შემდეგ რესპოდენტს.

სტუდენტების მოთხოვნებს უმაღლესი სასწავლებლები პასუხობენ და მათი წარმომადგენლები etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ სწავლის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელების მიზეზი რისკების შეფასება გახდა. მათი ინფორმაციით, სტუდენტებს შორის გამოკითხვაც ჩაატარეს და უმრავლესობამ დისტანციურ სწავლებაზე დარჩენა ამჯობინა. სასწავლებლების წარმომადგენლების შეფასებით, შეუძლებელია, ათასობით სტუდენტის პირობებში ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა და შესრულება. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლება წარიმართება შერეული ფორმატით. კერძოდ, ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება განახორციელონ არადისტანციურ ფორმატში; 9 მარტიდან უნივერსიტეტის კორპუსებში გაიხსნება ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები და კომპიუტერული რესურსცენტრები; სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სტუდენტები, რომლებსაც სურთ გაზაფხულის სემესტრში სწავლის გაგრძელება ონლაინრეჟიმში, ამას შეძლებენ იმავე ფორმით, რომლითაც ისინი სწავლობდნენ უკანასკნელი ორი სემესტრის განმავლობაში; ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ სემესტრშიც თეორიული ტიპის კურსები/კურსების თეორიული კომპონენტი ჩატარდება ონლაინრეჟიმში. 

მხოლოდ სპეციალური პრაქტიკული კურსები/კურსის კომპონენტები (ლაბორატორიული და სხვ.) ჩატარდება უნივერსიტეტის აუდიტორიებში. მათ შესახებ სტუდენტებს დამატებით ეცნობებათ. ხოლო სტუდენტები, რომლებსაც სურთ უნივერსიტეტში ფიზიკურად დაბრუნება: 

  • შეძლებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზების გამოყენებას (წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად);
  • შეძლებენ უნივერსიტეტის კომპიუტერული რესურს-ცენტრების გამოყენებას (წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად);
  • შეძლებენ, სასწავლო საჭიროებებიდან გამომდინარე და ლექტორთან შეთანხმების საფუძველზე, მცირე ჯგუფის ფორმატში საკონსულტაციო შეხვედრებს უნივერსიტეტის ფიზიკურ სივრცეში.

ამ შესაძლებლობების გამოყენებისათვის სტუდენტებს დასჭირდებათ გარკვეული პროცედურების გავლა და მოთხოვნების დაცვა (წინასწარი რეგისტრაცია, ჰიგიენური საშუალებების გამოყენება და ა. შ.). სწავლის დაწყებამდე ჩვენ მოგაწვდით ამ მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, ისევე როგორც ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმებს, რომელთა შევსებაც იქნება საჭირო, თუ თქვენ მოისურვებთ გამოიყენოთ უნივერსიტეტის ფიზიკური რესურსები სამკითხველო დარბაზები კომპიუტერული რესურს-ცენტრები.

კავკასიის უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ სტუდენტების უმრავლესობის მოთხოვნით, სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ. ონლაინ ლექციები არ ჩატარდება, თუმცა სტუდენტებს რომლებიც ლექციაზე ვერ ივლიან საგნის გადაბარების საშუალება ექნებათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: 2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი უნივერსიტეტში 15 მარტიდან განახლდება შერეული (ჰიბრიდული) მეთოდით ბაკალავრიატის პირველი, მეორე და მესამე კურსელებისათვის. რაც გულისხმობს სტუდენტებსა და ლექტორებს მიეცეთ არჩევანის საშუალება სწავლა განაგრძონ დისტანციურად ან აუდიტორიებში.

ბაკალავრიატის მეოთხე კურსის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები სწავლას განაგრძობენ დისტანციურად, გარდა პრაქტიკული, კლინიკური და ლაბორატორიული სამუშაოებისა, საჭიროების შემთხვევაში. 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძის განცხადებით, სასწავლებელში 15 მარტიდან სწავლა ჰიბრიდულად განახლდება.

„სასწავლო პროცესი ჩვენთან მიმდინარეობს ჰიბრიდული მეთოდით. ლექციები, რომელზეც დიდი ჯგუფებია ონლაინ მოდელით აგრძელებენ სწავლას, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რომელიც უნივერსიტეტის სივრცეში ტარდება დასწრებით რეჟიმში იქნება. ასევე, ზოგიერთი ლექცია და სემინარიც, სადაც სტუდენტთა რიცხოვნობა არ არის დიდი აუდიტორიაში ჩატარდება“, - განაცხადა შალვა კირთაძემ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ხელოვნების უნივერსიტეტში პრაქტიკული მეცადინეობის გარდა, თეორიული სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას გეგმავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება