სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შავი ფულით სკოლაში რამის გაკეთება არ გამოვა“ - ვინ შეიძლება იყოს სკოლაში შეფი და რას გულისხმობს ახალი ინიციატივა
09-03-2021
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი დავით ზილფიმიანი სკოლებში შეფობის შემოღების იდეით გამოდის. როგორც კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, კარგი იქნება თუ საკანონმდებლო დონეზე იქნება გაწერილი, რომ საპატიო ადამიანები, მეცნიერები, ბიზნესმენები სკოლას დახმარებას გაუწევენ. 

„მხოლოდ სკოლების შენახვა 800 მილიონი ჯდება ბიუჯეტით. არსებობს რესურსი, რომლის გამოცდილებაც უცხოეთის ზოგიერთ ქვეყნებში უკვე არის. ამ აზრზე მივედი მაშინ, როდესაც ერთი ფაქტი მოხდა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა სკოლაში გაარემონტა სტადიონი.  ახლა მიდის იმის მცდელობა, რომ ეს სტადიონი მისი სახელობის გახდეს.

ჩვენ შეგვიძლია, თუ შევქმნით სწორ კანონმდებლობას სწორი კრიტერიუმებით, რომ იმ სკოლის გულმხურვალე მხარდამჭერია, თუ კურსდამთავრებული, არ აქვს ამას მნიშვნელობა, შეეძლოს რაღაცა მოცულობის ფარგლებში, სკოლას გაუწიოს ასე ვთქვათ შეფობა. იგივეა ახლა გინდა შენ ააშენე და გინდა ფული მიეცი და სხვას ააშენებინე, რა მნიშვნელობა აქვს…

მე მინდოდა რომ ფიზიკის ფაკულტეტისთვის ტექნიკა შემეტანა, რადგან ლაბორატორიაში ტექნიკა აღარ არის. რომ შევხედე ამ სიტუაციას, მე მგონი, კარგი აზრია და რატომ - ერთ სკოლას ერთი შეძლებული კაცი, რომ არ ჰყავდეს გამოშვებული პრაქტიკულად არ არსებობს. მით უმეტეს თუ უფრო დიდ კრიტერიუმებზე წავალთ ანუ დიდ თანხაზე და შესაბამისად, მათი რაოდენობა მცირდება თუ კრიტერიუმი მატულობს. შეიძლება მეცნიერიც კი ჰყავდეს სკოლას და სახელიც კი მისცე სკოლას იმ კაცის თუ მართლა კანონმდებლობით და კრიტერიუმებით ის არის რაღაც. თუ არადა იყოს სპორტული გარემოს მოწყობა, გათბობის სისტემის დაყენება და სხვ.

ანუ, შეფობის საკანონმდებლო ინიციატივით შემოვდივარ, რომ რამდენიმე კრიტერიუმით, როცა სურვილი აქვს ადამიანს დაეხმაროს სკოლას და შევიმუშავოთ, რადგან შავი ფულით სკოლაში რამის გაკეთება არ გამოვა, ადამიანიც უნდა აკმაყოფილებდეს რაღაც კრიტერიუმებს.

ვადებიც შეიძლება: ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი შეფობა. თუ ადამიანმა ნახევარი მილიონი მისცა სკოლას. და თუ ის ისეთი ადამიანია, მართლა ღირსეული, რა პრობლემაა, რომ რაღაც სეგმენტს სკოლისას მისი სახელობის დაერქვას. ეს არის რესურსი, რომელიც რამდენიმე მილიარდია და ეს გრძელდება. შემდეგ მათი შვილები, შვილიშვილები სულ ცდილობენ იმ სკოლაში რაღაცის კეთებას ეს ხომ ოჯახის ღირსების საკითხია.

კიდევ ერთხელ, შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით და ვიმსჯელოთ, ვიცით რომ თქვენი გული გეწვით ასეთ რაღაცეებზე. და იქნებ ჩამოვაყალიბოთ საკანონმდებლო ინიციატივა“, - განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება