სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელი უნდა განთავისუფლდეს სტანდარტული მარწუხებისგან“ - ბერიკა შუკაკიძე
06-03-2021
-
+


„ახალი სკოლის მოდელის“ მიხედვით განათლების რეფორმაზე და მასში მასწავლებელთა მნიშვნელოვან როლზე კიდევ ერთხელ ისაუბრა მასწავლებელთა, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ. მისი თქმით, მთავარი პრინციპი ის არის, რომ სასწავლო პროცესში ყველა ბავშვი იყოს ჩართული, ხოლო მასწავლებელი სტანდარტული მარწუხებისგან განთავისუფლდეს.

„როცა მოსწავლეს სკოლაში მისვლა უხარია და მასწავლებელს უხარია და ბავშვი 45 წუთის გასვლას ვერ გრძნობს, ეს არის პოპულარულ ენაზე განათლების რეფორმის განმარტება. 

„ახალი სკოლის მოდელის“ უმთავრესი ამოცანა ის არის, რომ მასწავლებელი გაანთავისუფლოს ე.წ. სტანდარტული მარწუხებისგან და მან თავისუფლად იგრძნოს გაკვეთილზე თავი. აღარ იყოს კონცენტრირებული რომ მაგალითად პითაგორას თეორია მაინცდამაინც ერთ გაკვეთილში უნდა ჩაატიოს, რაღაც მასალა ახსნას „გადაურბინოს“ უხეშად რომ ვთქვათ ამ მასალას და ისე გაიაროს ეს ყველაფერი. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული და კონცენტრირებული. „ახალი სკოლის მოდელში“ ერთ ერთი ფუძემდებლური პრინციპი ის არის, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული სასწავლო პროცესში“,- აღნიშნავს შუკაკიძე.

კითხვაზე არის თუ არა სისტემა მზად ასეთი რეფორმისთვის, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს, რომ „ეს ყველაფერი გადის მასწავლებელზე“.

„მაგრამ მხოლოდ მასწავლებლის როლი არ არის მთავარი, მშობელი რომ ბავშვს სკოლაში მოიყვანს და მერე მის ამბავს სასწავლო წლის ბოლომდე აღარ კითხულობს... მშობელმაც უნდა იტვირთოს გარკვეული პასუხისმგებლობა ამ რეფორმაში და ბუნებრივია, სახელმწიფომაც, მაგრამ მასწავლებლის როლი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს ბერიკა შუკაკიძე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება